რა ფასადაა შესაძლებელი წელს დასვენება საქართველოს მთის კურორტებზე » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





რა ფასადაა შესაძლებელი წელს დასვენება საქართველოს მთის კურორტებზე სიახლეები
24-07-2011, 21:09
გაზეთი „ბანკები და ფინანსები“
ზაფხულში ტურისტების სიმრავლე არა მარტო საზღვაო ქალაქებში, არამედ მაღალმთიან რეგიონებშიც შეინიშნება. განსაკუთრებით პოპულარულია: ბორჯომი, ლოპოტას ხეობა, სვანეთი, ყაზბეგი, აბასთუმანი, საირმე, წაღვერი...

ზღვასთან შედარებით მთაში დასვენება ბევრად უფრო იაფია, ერთი დღე-ღამის ფასი სასტუმროში 50 ლარიდან 1480 ლარის ფარგლებში მერყეობს, ხოლო ჩვეულებრივ საოჯახო სასტუმროებში 7 ლარიდან 20 ლარამდე. ფასი ძირითადად განსხვავდება ადგილმდებარეობისა და შეთავაზებული პირობების მიხედვით.

დასასვენებელი კომპლექსი "ლოპოტა" კახეთში

დასასვენებელი კომპლექსი და სასტუმრო "ლოპოტა" - ეს ადგილი მათთვისაა, ვისაც სურს საუკეთესოდ და კომფორტულად დაისვენოს. ამ ადგილის მიმზიდველობა არის კრისტალურად სუფთა ჰაერი, ულამაზესი ტბა. სასტუმროში ნომრის ღირებულება საუზმით შემდეგნაირია: ერთადგილიანი - 135-215 ლარი, ორადგილიანი 170-245 ლარი, 3-6 ადგილიანი 235-425 ლარის ფარგლებში. ნომრის ღირებულება სამჯერადი კვებით ერთადგილიანი - 180-245 ლარი, ორადგილიანი - 215-285 ლარი, 3-5 ადგილიანი - 295-595 ლარი. სამდღიანი დასვენების პაკეტი (პარასკევი, შაბათი, კვირა): ერთადგილიანი - 510-735 ლარი, ორადგილიანი - 645-855 ლარი, 3-6 ადგილიანი - 855-1480 ლარი.

სვანეთი

სვანეთის მოსანახულებლად აქ მოხვედრილ ტურისტებს რამდენიმე სასტუმროში შეუძლიათ გაჩერება, მათ შორისაა "გრანდ ჰოტელ უშბა", რომელიც ტურისტებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს. სასტუმროს დღიური ფასები საუზმის ჩათვლით შემდეგნაირად განისაზღვრება: "უშბის ნომრი" - 74 ევრო, "ლაილის ნომრი" - 74 ევრო, 'ლაილის ნომრი" ერთი კაცისთვის - 64 ევრო, სტანდარტული ნომერი 2 კაცისთვის - 54 ევრო, სტანდარტული ნომერი 1 კაცისთვის - 44 ევრო, ექსტრა საწოლი - 19 ევრო, ამასთანავე, თუ ჯგუფში არის 5 ან მეტი ადამიანი.

სასტუმრო 'თეთნულდი" ის ადგილი გახლავთ, სადაც კავკასიის უმშვენიერეს კუთხეს - სვანეთს შეიგრძნობთ, სასტუმროდან მოჩანს ულამაზესი პეიზაჟები, შუასაუკუნეების ქვით ნაშენი კოშკები და ასევე თეთნულდის მთა, რომლის სახელსაც სასტუმრო ატარებს. სასტუმროს როგორც ჩვეულებრივი, ასევე ლუქსი ნომრები შემდეგ მომსახურეობას გთავაზობთ: აივნებს პანორამული ხედებით, პლაზმურ ტელევიზორს სატელიტური ანტენით, ყოველდღიურ მომსახურეობას, სასტუმროში არის პერსონალი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა თქვენს სურვილსა და მოთხოვნას, ღია და დახურული ბარი და რესტორანი, ზაფხულისა და ზამთრის გასართობი საშუალებები. რაც შეეხება ფასებს, შემდეგნაირია: სტანდარტი (ერთადგილიანი) - 100-120 ლარი, სტანდარტი (ორადგილიანი) - 140-150 ლარი, დელუქსი (ერთადგილიანი) - 130-140 ლარი, დელუქსი (ორადგილიანი) - 160-170 ლარი, ლუქსი - 200-230 ლარი. ღირებულებაში შედის დილის საუზმე.

სტეფაწმინდა

სასტუმრო "სტეფანწმინდა" დაბა სტეფანწმინდაში მდებარეობს, თბილისიდან 157 კილომეტრში, ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი მწვერვალის ძირში (5043 მეტრი). სასტუმროს ყველა ნომერში არის აბაზანა და ტელევიზორი სატელიტური მაუწყებლობით. არის მუდმივი ავტომატური ელექტრომომარაგება და ცხელი წყალი. სასტუმროს მომსახურებაში შედის საცხენოსნო ტურიზმი და ინსტრუქტორების დაქირავება; ალპინიზმი, ლაშქრობების ორგანიზება თრუსოს, სნოს და ხდეს ხეობებში, სოფელ ჯუთაში, ექსკურსია გერგეთის სამებაზე (გიდები, პროფესიონალი ინსტრუქტორები, ავტომობილის დაქირავება). საგზურის ღირებულება შემდეგნაირია: ერთადგილიანი ნომერი, ორჯერადი კვებით - 90 ლარი, კვების გარეშე - 50 ლარი, ორადგილიანი ნომერი: ორჯერადი კვებით - 140 ლარი, კვების გარეშე - 80 ლარი, სამადგილიანი ნომერი: ორჯერადი კვებით - 180 ლარი, კვების გარეშე - 100 ლარი; ლუქსი: ორჯერადი კვებით - 250 ლარი, კვების გარეშე - 200 ლარი.

ბორჯომი

ბორჯომში საოჯახო სასტუმროს ფასი, 1 ოთახი 10 დღით, 200 ლარიდან იწყება, რაც შეეხება სასტუმროს ფასებს, მაგალითად სასტუმრო `ბორჯომის ხეობაში~ შემდეგნაირია: სამ საწოლიანი ჩვეულებრივი - 130 USD, ორ საწოლიანი ჩვეულებრივი - 100 USD, ორ საწოლიანი ჩვეულებრივი აივნით - 110 USD, ერთ საწოლიანი პატარა დუპლექსი - 75 USD, ორ საწოლიანი ჩვეულებრივი დუპლექსი - 135 USD, სამ საწოლიანი ნახევრად ლუქსი - 160 USD, ლუქსი - 150 USD. ნომერის ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება, ღია საცურაო აუზი და ფიტნეს კლუბი. 6 წლამდე ბავშვებისთვის ცხოვრება უფასოა, ხოლო 6-დან 11 წლამე მოზარდებისთვის ცხოვრების ღირებულება შეადგენს ფასის 50%-ს. ნომერში საწოლის დამატების შემთხვევაში, დაემატება ღირებულების 50%. ანგარიშსწორება წარმოებს ეკვივალენტით ლარებში.

წაღვერში საოჯახო სასტუმროს ფასი დაახლოებით იგივეა, როგორც ბორჯომში - 1 ოთახის საფასური 10 დღით 200 ლარიდან იწყება. წაღვერში მხოლოდ ერთი სასტუმროა
`ნატვრის ხე~. აქ არის 15 ნომერი საკუთარი ს/წ, ტელევიზორით, აივნით. 3 წლამდე ბავშვები უფასოდ დაისვენებენ. არის 2 და 4 ადგილიანი ნომრები. რაც შეეხება ფასს - ერთი დღე, ერთი ადამიანი - 50 ლარი 3-ჯერადი კვებით.

ბაკურიანი - სასტუმრო "ვიქტორია" გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს სასიამოვნო დასვენებისთვის. ყველა ნომერშია ინდივიდუალური სეიფი, მინი-ბარი, თმის საშრობი, საკაბელო ტელევიზია, ცენტრალური გათბობა, ინტერნეტი, საერთაშორისო ტელეფონი. ასევე, სასტუმროში არის ზამთრის ბაღი, ბარი, საცურაო აუზი, საუნა, ჯაკუზი, ტრენაჟორები, ბავშვთა ოთახი, კინო-დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი. ნომრების ფასები შემდეგნაირია: ერთადგილიანი ნომერი - 80-120$, ორადგილიანი ნომერი - 100-150$, სამადგილიანი ნომერი - 180$, ლუქსი (ოროთახიანი, მისაღები საძინებლით) - 240$. დამატებითი საწოლის ღირებულებაა 30$. ნომრის ფასში შედის: სამჯერადი კვება. საცურაო აუზი, სპორტდარბაზი. გასათვალისწინებელია, რომ გადახდა წარმოებს ეროვნულ ვალუტაში (ლარი) გადახდის დღისთვის დადგენილი კურსის შესაბამისად.

ბაზალეთის ტბა

სასტუმრო "ბაზალეთის ტბა" გთავაზობთ სრულ ტურისტულ მომსახურებას: დაცვა, მაღალი დონის უსაფრთხოება, ტრანსპორტი აეროპორტამდე და აეროპორტიდან, ტაქსის სერვისი, აგრეთვე, კერძო ავტომანქანის დაქირავება. სასტუმროს ნომრებში ფუნქციონირებს კონდენციონერი, გათბობის ცენტრალური სისტემა, ტელეფონი, ინტერნეტი, მინი-ბარი, ტელევიზორი უცხოეთის სატელევიზიო არხებით, თმის საშრობი. მომსახურებაში შედის ექსკურსიები თბილისში, ისტორიული ადგილების მონახულება, გიდები, თარჯიმანი, ბილეთის დაჯავშნა, ქიმწმენდა, საკონფერენციო ოთახი, ავტოსადგომი, ბიზნეს-ცენტრი, ოთახი შეხვედრებისათვის, კაფე, ბარი, რესტორნები და ბუნგალოები, საბანკეტო დარბაზი. ნომრის ფასები შემდეგნაირია: ერთოთახიანი - 110 - 140 აშშ დოლარი, ერთოთახ ნახევრიანი - 160 აშშ დოლარი, ოროთახიანი - 180 - 200 აშშ დოლარი, სამოთახიანი - 260-300 აშშ დოლარი.

აბასთუმანი

აბასთუმანში საოჯახო სასტუმროს ფასი შემდეგნაირი: დაახლოებით 1 ოთახიანი ბინა 1 დღით 20 ლარიდან იწყება. სასტუმრო "კაპა" მდებარეობს კურორტ აბასთუმნის ულამაზეს ხეობაში. სასტუმროში არის ბილიარდის მაგიდა, მაგიდის ტენისი, მასაჟის ოთახი და ბარი. ბავშვებისთვის სასტუმრო "კაპა" გთავაზობთ სათამაშო მოედანს მრავალფეროვანი ატრაქციონებით. ის ორი შენობისგან შედგება, პირველ, მთავარ, შენობაში 8, ხოლო მეორეში, რომელიც მხოლოდ ზაფხულში ფუნქციონირებს, 3 ნომერია. სასტუმროს ნომრის ფასები ერთ ადამიანზე შემდეგნაირია: სტანდარტული ნომერი მთავარ შენობაში - 60 ლარი, სტანდარტული ნომერი საზაფხულო შენობაში - 50 ლარი, ლუქსი - 80 ლარი. სასტუმროს ნომრის ფასში შედის სამჯერადი კვება.

წყალტუბო

წყალტუბოში დამსვენებლებს სასტუმრო `ნიკალა~ ემსახურება. მისი ყველა ნომერი აღჭურვილია თანამედროვე გათბობის სისტემით, სველი წერტილებით, შხაპით, კონდენციონერით, ქართული და უცხოური სატელევიზიო არხებით, ინტერნეტით. მომსახურებაში შედის, ასევე, ექსკურსია პრომეთეს მღვიმეში. ნომრის ფასები შემდეგნაირია: სტანდარტული (ერთადგილიანი) – 50 ლარი, პრემიუმი (ორადგილიანი) - 90 ლარი, ნახევრად-ლუქსი 100-120 ლარი, ლუქსი -150-170 ლარი, სურვილის შემთხვევაში, სამჯერადი კვების ღირებულება შეადგენს დღეში 30 ლარს.

რაც შეეხება საქართველოში არსებულ სხვა სამთო კურორტებს, მაგალითად როგორიცაა სიონი, საირმე, ბახმარო, აქ მოქმედ საოჯახო სასტუმროებში ერთი საწოლის ფასი 7 ლარიდან იწყება.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე