მიხეილ სააკაშვილი ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





მიხეილ სააკაშვილი ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს სიახლეები
16-07-2011, 13:14
მიხეილ სააკაშვილი ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს “მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოტია იოსელიანის გარდაცვალების გამო. ბატონი ოტიას შემოქმედება, რომელზეც თაობები აღიზარდა, სავსეა სიყვარულით, ხალისითა და სითბოთი. განუმეორებელი ოსტატობის, კოლორიტისა და იუმორისათვის იგი უფროსმა თაობამ და პატარა მკითხველმა ერთნაირად შეიყვარა. მისი ნოველები მრავალ ენაზე ითარგმნა, პიესები კი სხვადასხვა თეატრის სცენაზე წარმატებით იდგმება. ღირსების ორდენით დაჯილდოებული მწერალი, მოქალაქე და პატრიოტი, ყოველთვის მზად იყო ერის სამსახურისათვის. მისი გარდაცვალება ქართული საზოგადოებისათვის დიდი დანაკლისია. სრულიად საქართველოსთან ერთად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას”, - პრეზიდენტის ეს განცხადება მის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე