იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი საქართველოს ტოვებს » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი საქართველოს ტოვებს სიახლეები
14-06-2011, 15:38
internet.ge
იტალიის ელჩი ვიტორიო სანდალი საქართველოს ტოვებს.

ელჩს საქართველოში მუშაობის 4 წლიანი ვადა ამოეწურა.

როგორც ვიტორიო სანდალიმ იტალიის საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის "ამაყობს იმით, რომ ამ 4 წლის განმავლობაში იტალია და საქართველო ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენ".

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში იტალიამ საქართველო კიდევ უფრო კარგად გაიცნო. ხელოვნებისადმი სიყვარილი, განსაკუთრებით კი - მუსიკისადმი, ისევე, როგორც სოლიდარობა და სოციალური საკითხებისადმი ფაქიზი დამოკიდებულება იმ ფასეულობებს წარმოადგენს, რომელსაც ქართველი და იტალიელი ერები იზიარებენ", - განაცხადა ვიტორიო სანდალიმ, რომელიც საქართველოს ივლისის შუა რიცხვებში დატოვებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 20:00 საათზე იტალიის საელჩო ფონდ "იავნანასთან" ერთად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო კონცერტს "გალა იტალია" მართავს. აღნიშნული ღონისძიებით, რომელიც იტალიის გაეტიანების 150 წლისთავს ეძღვნება, ვიტორიო სანდალი საქართველოსაც გამოემშვიდობება.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე