კლასიკური ხვეულები მუსიკის მასწავლებლებისთვის » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





კლასიკური ხვეულები მუსიკის მასწავლებლებისთვის კულტურა
29-03-2011, 15:54
კლასიკური ხვეულები მუსიკის მასწავლებლებისთვის 28 მარტიდან 1 აპრილის ჩათვლით, შოტლანდიური ოპერის გუნდი მუსიკის სწავლების თანამედროვე მეთოდებს გააცნობს, საშუალო სკოლის მუსიკის 10 მასწავლებელს, რომელთა შორის არიან იძულებით გადაადგილებული მასწავლებლები აფხაზეთიდან და თბილისის ოპერის 10 წარმომადგენელს. უორქშოფის მთავარი მიზანია გააცნონ პროექტის მონაწილეებს სწავლების მეთოდოლოგიაში და კრეატიულობაში არსებული ცოდნა, რაც საშუალებას მისცემს მათ უორკშოფის განმავლობაში შეძენილი ცოდნა გაუზიარონ თავიანთ კოლეგებს.

კლასიკური ხვეულები არის ბრიტანეთის საბჭოს პროექტი, რომელიც შოტლანდიის ოპერასთან და თბილისის ოპერასთან პარტნიორობით ხორციელდება. პროექტის მიზანია:

ა) განავითარონ მასწავლებლების და ხელოვანების წარმოდგენა იმის შესახებ თუ როგორ შეუძლია საშემსრულებლო ხელოვნებას გააფართოვოს ბავშვის სწავლის უნარები კურიკულუმით გათვალისწინებულ მრავალ საგანში;

ბ) ხელოვანებს და მასწავლებლებს მისცეს შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი, როგორც სპეციალისტების, უნარები – იმუშაონ ერთობლივად რათა გაიღრმავონ ბავშვებისთვის მუსიკის სწავლების მეთოდების ცოდნა;

გ) გაზარდოს ოპერის, როგორც სინთეზური ხელოვნების, ავტორიტეტი ფართო საზოგადოებაში;

დ) გააცნონ ახალი ტექნოლოგიების, როგორც ინოვაციური მხატვრული ინტერპრეტაციის გადმოცემის საშუალებების გამოყენების მეთოდები.

სიმბოლურია ის ფაქტი, რომ უორქშოფი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ტარდება, რადგან წელს ქართული საოპერო მუსიკის ამ სიამაყის დაბადების 140 წელი სრულდება.

უორკშოფის მეორე ეტაპი გაიმართება გლაზგოში, შოტლანდიაში, სადაც გაგრძელდება მუშაობა ქართული გუნდის პროფესიული განვითარების კუთხით.

შოტლანდიური ოპერის მეთოდოლოგია, რომელიც წარმატებულად იქნა პილოტირებული შოტლანდიაში და რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ევროპაში ხელოვანთა და მასწავლებელთა გრძელვადიანი პროფესიული განვითარებაში კვლევის და ამ კვლევების შედეგების პრაქტიკული გამოყენების თვალსაზრისით, ძალიან ცნობილი და დაფასებულია ევროპაში. ამ სფეროში შოტლანდიური ოპერის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად, ამჟამინდელი პროექტი წარმოადგენს საუკეთესო მაგალითს დაინტერესებულ მხარეთა მიღწევების დონის ამაღლების მხრივ. დაინტერესებული მხარე კი გულისხმობს მასწავლებლებს, ხელოვანებს, და განსაკუთრებით, ბავშვებსა და ახალგაზრდებს.

rოგორც პროექტის ორგანიზატორები აღნიშნავენ: „კლასიკური ხვეულები არის ნაწილი ბრიტანეთის საბჭოს გლობალური პროგრამისა სახელწოდებით „ახალი თანამშრომლობა ახალი აუდიტორიისთვის“, რომლის მიზანია ფართო აუდიტორიისთვის საუკეთესო ბრიტანული ხელოვნების ნიმუშების გაცნობა, კუტურული ცხოვრების გამდიდრება და ხელოვნების გამოყენება სხვადასხვა კულტურებს შორის დიალოგისთვის, ვინაიდან სწორედ ხელოვნებაა კატალიზატორი საერთაშორისო დიალოგისა და ნდობის მისაღწევად. ამ პროექტით გვსურს ახალ აუდიტორიას საქართველოში გავაცნოთ ინოვაციური ბრიტანული კინო, თეატრი და მუსიკა.“

ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია - ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განთლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია.

შოტლანდიური ოპერა - არის შოტლანდიის ნაციონალური ოპერა და ყველაზე დიდი საშემსრულებლო ხელოვნების ორგანიზაცია შოტლანდიაში. შოტლანდიური ოპერა ყოველი წლის განმავლობაში აწყობს 50-ზე მეტ ტურს მთელს შოტლანდიაში და სპექტაკლებს წარმოადგენენ 95.000-ზე მეტი მაყურებლის წინაშე, როგორც სოფლის დარბაზებში, ასევე დაფუძნებულ თეატრებში. შოტლანდიური ოპერა წარმოადგენს შოტლანდიის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც წარმოაჩენს კრიტიკოსების მიერ აღიარებულ და უაღრესად პოპულარულ პროდუქციას, ისევე როგორც ხელს უწყობს ოპერის სამომავლო განვითარებას პროგრამით 5:15 – ოპერები შოტლანდიიდან.

თბილისის ოპერის და ბალეტის თეატრი - 1851 წლის 12 აპრილს გაიხსნა და უნიკალური ქართული კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს. თბილისის ოპერის თეატრი არის მრავალი მუსიკალური პრაქტიკის და ტრადიციის მფლობელი. ესაა ქვეყნის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი ცენტრი. 2007 წელს აქ შეიქმნა ოპერის ახალგაზრდული კლუბი, რომლის მიზანია ახალგაზრდებს შორის საოპერო ხელოვნების პოპულარიზაცია.

 
ასევე:

#1 აზრი გამოთქვა: rolex replica (27 მარტი 2013 20:04)
Your PU leather-based rolex replica  observe field is very useful african american shade along with the fabric rolex replica watches  made use of in this observe field is definitely associated with PU Leather-based & Flannel. As soon as location an expense funds, we ought to be sure on-line and quality on the observe. For developer rolex daytona.hgtdnop

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე