2010 წელს რუსეთში ქსენოფობიის მსხვერპლი 37 ადამიანი გახდა » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





2010 წელს რუსეთში ქსენოფობიის მსხვერპლი 37 ადამიანი გახდა პრესა-დაიჯესტი
30-12-2010, 17:45
ადამიანის უფლებათადამცველ ცენტრ ,,სოვას” ინფორმაციით, რასიზმის და ქსენოფობიის მოტივით თავდასხმების შედეგად 2010 წელს რუსეთში 400 ადამიანზე მეტი დაზარალდა.

არსებული მონაცემების მიხედვით, 2010 წელს რასისტული მოტივით, რუსეთის 44 რეგიონში 37 ადამიანი დაიღუპა და 368 ადამიანზე მეტი კი დაშავდა.

ქსენოფობიური მოტივით თავდასხმები ყველაზე ხშირად გამოვლინდა მოსკოვში (19 დაღუპული,174 დაშავებული); პეტერბურგში (2 დაღუპული, 47 დაშავებული) და ნიჟნი ნოვგოროდში (4 დაღუპული და 17 დაშავებული).

,,სოვას” ინფორმაციით, 2010 წელს, აღნიშნული მოტივით ადამიანებზე ძალადობის ფაქტებზე გამოიტანეს 82 განაჩენი და გაასამართლეს 283 ადამიანი.

რასისტული თავდასხმები ძირითადად ცენტრალური აზიის და კავკასიის წარმომადგენლებზე ხორციელდება.
medianews.ge

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე