საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეორე დღე » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეორე დღე კულტურა
30-09-2010, 18:53
მზევინარ ხუციშვილი
საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეორე დღე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეორე დღეს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა დაპირებისამებრ ვერბატიმის სპექტაკლი „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ წარმოადგინა. სპექტაკლის პრემიერა 2009 წლის 6 დეკემბერს შედგა და იგი 2008 წლის აგვისტოს ომის დევნილებზე გვიამბობს. პიესის ავტორი და რეჟისორი ალეკ ბლაითია,ფოტოები გია აბდალაძეს ეკუთვნის, სპექტაკლი ტექნიკურად უზრუნველყო ჯონ უინიმ, რეჟისორის თანაშემწე მარინა ამაღლობელია, სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა და ლელა თათარაიძის სიმღერები: „ირემს რად უყვარს წყარონი“, „სურვილი“ და „შავლეგო“, ლოტბარი უჩა პატარიძეა. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: მარინა ჯანაშია, თემიკო ჭიჭინაძე, ქეთევან სვანიძე, ედმონდ მინაშვილი, ლაშა ოყროშიძე. სპექტაკლი შემდეგნაირად მიმდინარეობს: მსახიობები სცენიდან იმეორებენ ლტოლვილთა იმ ისტორიებს, რომლებსაც ყურსასმენით ისმენენ. წარმოდგენა ქართულ ენაზეა, ეკრანზე მოცემული ინგლისური სუბტიტრებით. ქართველი მსახიობები ზუსტად იმეორებენ არა მარტო სიტყვებს, არამედ საუბრის მანერას – იქნება ეს ჩახველება თუ შეყოყმანება, რაც უფრო მეტად აცოცხლებს დევნილთა რეალურ ამბებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ამ სპექტაკლით შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ედინბურგის ფესტივალიდან გამარჯვებული დაბრუნდა. მას შოტლანდიაში, ედინბურგის თეატრალურ ფესტივალზე, დიდი წარმატება ხვდა წილად. სპექტაკლისთვის „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ ქართულ დასს სამი პრიზი მიენიჭა: ფესტივალის პირველი ადგილი, ინტერნეტგამოცემების სპეციალური პრიზი და საუკეთესო დასის წოდება.

სპექტაკლი „ვგავართ ახლა ჩვენ ლტოლვილებს?!“ რუსთაველის თეატრის, ნაციონალური თეატრისა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში შეიქმნა და თბილისში მხოლოდ ერთხელ აჩვენეს. ორი წელია, რუსთაველის თეატრი ბრიტანეთის ნაციონალურ თეატრთან და ბრიტანეთის საბჭოსთან თანამშრომლობს. მათი ერთობლივად განხორციელებული პროექტის ფარგლებში 2009 წელს თეატრს ინგლისელი რეჟისორი ალეკ ბლაითი ეწვია. ბრიტანეთში რეჟისორი ცნობილია, როგორც ინოვაციური თეატრის - ვერბატიმის წამყვანი ოსტატი. იგი წეროვანში მცხოვრებ, დროებით იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა და მათი მონათხრობის მიხედვით აიგო ექსპერიმენტული სპექტაკლის სიუჟეტი. რეჟისორმა ალეკი ბლაითმა სპექტაკლი გორსა და წეროვანში დასახლებული დევნილებისგან ჩაწერილი ინტერვიუებით შექმნა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომი გამოიარეს. „დევნილებზე წარმოდგენა გავაკეთე, რათა ყური დამეგდო მათთვის, ვისი ხმაც სცენიდან არ გვსმენია. მაინტერესებს სამყარო, რომელსაც ვფიქრობთ, რომ საინფორმაციო საშუალებებიდან კარგად ვიცნობთ... ვცდილობ, გაჩვენოთ დევნილები ისე, როგორც მათ არ იცნობთ“, - აღნიშნავს რეჟისორი.

სპექტაკლი „BP-ის“ ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა და ედინბურგისა და თბილისის საერთაშორისო ფესტივალებზე მას „Beyond Borders-ი“ წარადგენს. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება ინგლისში, ამერიკაში, გერმანიაში, პოლონეთში, ზიმბაბვეში. დაინტერესება იყო რუსეთის მხრიდანაც. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მმართველი ზაალ ჩიქობავა მიიჩნევს: „გამართლებული იქნება, თუ ამ წარმოდგენას რუსეთში წავიღებთ. ეს დიალოგია და ამ თემაზე საუბარი საჭირო და აუცილებელია.“

აგვისტოში ედინბურგში ვერბატიმის შოუს 23 წარმოდგენა გაიმართა, რომელსაც 2000 მაყურებელი დაესწრო. უცხოელმა მაყურებელმა, რომ მიიღო ეს სპექტაკლი, უკვე ცნობილია, და დღეს უკვე ნათელი გახდა ქართველი აუდიტორიის აზრიც – დადებითია. წარმოდგენა ემოციურია და ზოგიერთები დარბაზს ცრემლმორეულებიც ტოვებდნენ. უცხოური პრესა ვერბატიმის შოუს ასე აფასებს: „იშვიათად თუ ვნახავთ სპექტაკლს, რომელსაც შეუძლია, უდიდესი გავლენა იქონიოს მაყურებელზე, დაგვაფიქროს საკუთარ ცხოვრებაზე. გვიჩნდება კითხვები საკუთარ არჩევანზე და ყოველივე იმაზე, რაც გვაქვს და არ ვაფასებთ. „ვგავართ ჩვენ ლტოლვილებს?!“ ერთ–ერთი სწორედ ამგვარი სპექტაკლია. წარმოდგენა საზოგადოების იმ წევრებზეა, რომლებიც დავიწყებულნი არიან, რომელთა ისტორიებსაც მხოლოდ ტელევიზორიდან ვისმენთ, თუმცა, არ ვიცით, რეალობაში როგორ განიცადეს ყოველივე ის განსაცდელი, რაც თავს გადახდათ. სპექტაკლი ყოველმხრივ ძლიერი წარმოდგენაა, ის გვიხატავს სულისშემძვრელ სიმართლეს უაღრესად ლამაზი ფორმით,“ – ამბობს ჯონ რობერტსი გაზეთიდან „Public Reviews.“

თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალურმა საბავშვო თეატრმა წარმოადგინა კარელ ჩაპეკის „კატის ზღაპარი“. ინსცენირება, დადგმა და მუსიკალური გაფორმება მიხეილ ანთაძეს ეკუთვნის, სცენოგრაფი - ქეთი თოდაძეა,კოსტიუმების მხატვრები ნინო კაშირსკაია და სოფო კიკაბიძე, ქორეოგრაფი - ანანო სამსონაძე, ტექნიკური რეჟისორი ინგა კაჭახიძე. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: დათო ხახიძე, ზურა ავსაჯანიშვილი, მერი ნაკაშიძე, ქეთი ჩაჩუა, მაკა ბარდაველიძე, მერაბ მაისურაძე, მამუკა ბოგვერაძე, გიორგი გაგლოევი, დათო ტოროშელიძე, გივი ბეჟანეიშვილი, დათო როსტომაშვილი, იური ვასაძე, ვამეხ ჯანგიძე, დიმიტრი თარბაია, ალეკო მელაძე, ზურა არუსია. კარელ ჩაპეკი ცნობილი ჩეხი მწერალი, დრამატურგი, ჟურნალისტი და მთარგმნელია. ჩაპეკის სხვა ნაწარმოებების მსგავსად, ეს პიესაც აღმზრდელობითი და შემეცნებითი ხასიათისაა და გათვლილია, როგორც პატარა, ისე მოზარდი თაობის მაყურებელზე. „კატის ზღაპარი“ გამოირჩევა იუმორით, ფანტაზიითა და გადმოცემის მსუბუქი სტილით. მასში, ბიბლიური იგავების მსგავსად, ხშირია ალეგორია და მინიშნება. გამსჭვალულია ადამიანური სითბოთი და სიკეთით.

„თეატრი ათონელზე“ – ნაჩვენები იყო კარელ ჩაპეკის სპექტაკლი „მაკროპოლუსის საიდუმლო“ . რეჟისორი ნინო ლიპარტიანია, სცენოგრაფია ქეთი ნადიბაიძისა, კოსტიუმების მხატვარი იკა ბობოხიძეა, მუსიკალური გაფორმება მიშა მდინარაძეს ეკუთვნის. მონაწილეობენ მსახიობები: ნანუკა ხუსკივაძე, დათო დარჩია, თემიკო ჭიჭინაძე, დათო გელაძე, გიორგი გოგუაძე, ანი იმნაძე, დათო მაცაბერიძე. პიესა მოგვითხრობს იდუმალებით მოცული ემანსიპირებული ავანტიურისტი მომღერალი ქალის – ემილია მარტის ამბავს. იგი ყველა მამაკაცის ოცნების ქალია. თუმცა, არავინ იცის, ვინ უყვარს ან რა სურს თავად მარტის. საბოლოოდ ირკვევა, რომ ის უკვე 300 წლისაა და სიცოცხლის ელექსირს დაეძებს, კვლავაც რომ განაგრძოს „ტკბილი ცხოვრება.“ ეს ერთი საბედისწერო ქალი თავდაყირა აყენებს ექვსი ადამიანის ცხოვრებას, რადიკალურად ცვლის მათ მსოფლმხედველობას და საკუთარი თავის შეცნობაში ეხმარება.

სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულმა თეატრმა წარმოადგინა გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ცხელი აგვისტო“. ინსცენირება და რეჟისურა სოსო ნემსაძისაა, სცენოგრაფია ვანო არჩვაძის, მუსიკალური გაფორმება გვანცა ბუბუტეიშვილის, ქორეოგრაფი სვეტა ეგანიანი, ტექნიკური რეჟისორი ეკატერინე მიხანაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: დარეჯან ჭამაური, კახა ბერიძე, ზაზა ცარულაშვილი, ლია კევლიშვილი, ლევან ჯამბრიშვილი, კობა კოპაძე, ლევან ოზბეგაშვილი, ლელა წერეთელი, ზვიად მაღალაშვილი, ალექსანდრე როშნიაშვილი, ლუკა ღვინიაშვილი. სპექტაკლში „ცხელი აგვისტო“ ასახულია 2008 წლის აგვისტოს მოვლენები საქართველოში. მოქმედება ვითარდება კონფლიქტის ზონის ერთ-ერთ სოფელში. სპექტაკლი აგებულია ნამდვილ ფაქტებზე. ეს არის ტრაგედია იმ ადამიანებისა, რომლებიც იძულებით ტოვებენ თავის მიწა-წყალსა და წინაპართა საფლავებს იმ იმედით, რომ უკან აუცილებლად დაბრუნდებიან.

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში ნაჩვენები იყო თამაზ ჭილაძეს „ჰუმანიტარული დახმარება ბავშვებისათვის“. დამდგმელი რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძეა, დამდგმელი მხატვარი თამაზ როსტომაშვილი, კოსტიუმების მხატვარები მაია სხირტლაძე, ფიქრია ყუშიტაშვილი, ლოტბარი ნინო პაატაშვილი, ირინე ღუდუმიძე, ქორეოგრაფი მანანა ჯიმშიტაშვილი, რეჟისორის თანაშემწე მაყვალა ძამუკაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: თემურ ხუნაშვილი, ზურაბ ლომიძე, ნინო კურტანიძე, მაია ბესტავაშვილი, მაკა გრემელაშვილი, ვანო იანტბელიძე, ზვიად აბაშიძე, გიორგი გელაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, პაატა გულიაშვილი, კარლო ქართველიშვილი. უპატრონო მოხუცებულთა თავშესაფარში ზეიმია. მისი ბინადარნი ჰუმანიტარული დახმარების დასარიგებლად ჩამოსულ უცხოელ სტუმარს ეგებებიან, წარმოდგენაც მოამზადეს. სპექტაკლი თანდათან რეალურ ყოფაში გადაიზრდება და კომიკური სიტუაციების მიღმა ადამიანური სიმარტოვის პრობლემა იკვეთება. ,,სიბერე ერთადგილიანი საკანია” – ისმის პროლოგში და, მართლაც, ადამიანები თითქოს ერთმანეთისგან იზოლირებულ საკნებში სხედან.

თეატრმა „ვერიკო“ წარმოადგინა მაქს ფრიშის „ბიოგრაფია“. რეჟისორი ანდრო ჭიაურელია, მხატვარი ნიკოლოზ ჭიაურელი. მონაწილეობენ მსახიობები: ზურაბ ინგოროყვა, ნინო ბურდული, აჩიკო სოლოღაშვილი, გაგა ჩიხლაძე, მაია გელოვანი, ნიკა წერედიანი, ზაზა ვაშაყმაძე. პროტაგონისტს, საშუალო ასაკის პროფესორ კიურმანს, საშუალება ეძლევა, შეცვალოს თავისი ბიოგრაფია. იგი უბრუნდება განვლილი ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდებს და ცდილობს სხვაგვარად მოიქცეს, მაგრამ, საბოლოოდ, შედეგი იგივეა. „თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, ზუსტად ვიცი, როგორ უნდა ამეწყო ცხოვრება,“ – ამ სიტყვებით იწყებს კიურმანი მოქმედებას, როდესაც მისი ურთიერთობა ცოლთან – ანტუანეტასთან კრიზისში შედის. ამ თამაშის წამყვანია რეგისტრატორი, ეგრეთ წოდებული რეჟისორი სცენაზე. იგი სპექტაკლში ტელეეკრანიდან მოქმედებს.

საქართველოს ეროვნულმა მუსიკალურმა ცენტრმა წარმოადგინა რაფიელ მამულაშვილის სპექტაკლი „მერხებთან ანგელოზები სხედან“. რეჟისორი თამარ ხიზანიშვილია, მხატვარი ირენა ოგანჯანოვა, ქორეოგრაფი თამარ ჭაბუკაიძე, რეჟისორის თანაშემწე ლელა როსტომაშვილი. მონაწილეობენ მსახიობები: რამაზ ხომასურიძე, გიორგი მთავრიშვილი, თაია გოგიძე, ანა ხურციძე, ლია ბერიაშვილი, რეზი გიორგობიანი, მაკა გელაძე, მევლუდ სამადალაშვილი, მადონა ტეხური, დალი დოიჯაშვილი, გიორგი რევაზიშვილი, ვაჟა ციცილოშვილი, ცოტნე მეტონიძე. სკოლა... მოზარდები... გარდამავალი ასაკი და... პრობლემები... სპექტაკლის გმირები მეთორმეტე კლასის მოსწავლეები არიან, ლაღი, მეგობრული, შეყვარებული ბავშვები. ერთ-ერთი მათგანი - სანდრო მაჩაბელი, შეყვარებულია თეა თაბაგარზე. გოგონა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. სანდრო ცდილობს, დაიცვას თეა. გოგონას მამასთან დაპირისპირების გამო სანდრო პოლიციაში მოხვდება. ინციდენტის ადგილზე ნაპოვნი დანა ამძიმებს ბიჭის მდგომარეობას. მეგობრებისა და პედაგოგების მხარდაჭერა იხსნის სანდროს განსაცდელისაგან.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნაჩვენები იყო უილიამ შექსპირის „რომეო და ჯულიეტა“. რეჟისურა და მუსიკალური გაფორმება გიორგი სიხარულიძისაა, სცენოგრაფია იოანე ხუციშვილისა, კოსტიუმების მხატვარი თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი კახაბერ შარტავა, ტექნიკური დირექტორი ვახტანგ ამანათიძე. მონაწილეობენ მსახიობები: კახაბერ შარტავა, ნინო ჭოლაძე, აბელ სოსელია, გაგი შენგელია, ირინა გუბელაძე, მაგდა ჩიხლაძე, ნიკოლოზ ჯანგავაძე, სოფიო ჭირაძე, თემურ ისაკაძე, აგრეთვე, თბილისის შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები (ქუთაისის ჯგუფი) : ნუცა სულაბერიძე, ნინო არდიშვილი, ნინი ქარჩავა, თამთა გაბუნია, ნანუკა კუპატაძე, ნანჩო ცხვირაშვილი, თეკლა მარჯანიშვილი, გია საღინაშვილი, ალეკო ფურცხვანიძე, ლუკა მუხიგული, თორნიკე ბუხრაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე. სპექტაკლი „რომეო და ჯულიეტა“ - სიყვარულისა და სიძულვილის მარადიული ანტითეზა, გვაროვნული შუღლი, მტრობით გახლეჩილი ურთიერთობები, ამაო პრინციპებს ბრმად შეწირული კეთილგონიერება.. . სიბნელიდან ამოზრდილი სიყვარული და სიკვდილით გამოსყიდული თავისუფლება.. . ეს არის ქორეოგრაფიის, პლასტიკის , მუსიკისა და დრამის სინთეზით გადმოცემული რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია. დღევანდელი ემოცია და რიტმი, აქა-იქ დეტალებად შემორჩენილი ეპოქა...

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის მეორე დღე კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბრაიან ფრილის „ბრმა მხედველის“ პრემიერით დასრულდა. სპექტაკლის რეჟისორი თემურ ჩხეიძეა, მხატვარი გიორგი ალექსი-მესხიშვილი, ქორეოგრაფი გია მარღანია, რეჟისორის ასისტენტი დავით თავაძე, რეჟისორის თანაშემწე ნინო ჟორჟოლიანი, სპექტაკლში გამოყენებულია გია ყანჩელის მუსიკა. მონაწილეობენ მსახიობები: ნანი ჩიქვინიძე, გოგა პიპინაშვილი, ალეკო მახარობლიშვილი. ბრაიან ფრილის ეს პიესა „თანამედროვე“ ან „მოდურ“ ნაწარმოებთა რიცხვს არ განეკუთვნება. მაგრამ თუ ზოგადად ხელოვნება მაღალ იდეალებსა და ზნეობას უნდა ემსახურებოდეს, მაშინ საქმე ნამდვილ ნაწარმოებთან გვაქვს. ადამიანისთვის უნებლიე ზნეობრივი დანაშაულის საკუთარ თავში აღმოჩენა ძნელი და მტკივნეულია.

 
ასევე:

#1 აზრი გამოთქვა: Accessories (3 აგვისტო 2012 11:50)
Great article I have ever see.Bro, I have a trouble by choosing such phones. Can you help me to choose? Here is the product list:Mens bags

#2 აზრი გამოთქვა: dearaol (7 აგვისტო 2012 12:37)
Nice article.By the way,our website is wholesale now, Here is some wholesale product:canvas material
trendy sinobi 9401 unisex round dial quartz hours analog rubber wrist watch with numerals & strips hour marks - red
china brand
Enjoy it.

#3 აზრი გამოთქვა: china gadget (8 აგვისტო 2012 10:21)
"We wanted to innovate fast. This is the first end-to-end hardware product that Google has ever put out," said John Lagerling, Google's senior director of Android china wholesale gadgets.
The cost of building the orb-shaped Nexus Q, a cross between a streaming video box like Apple TV and a stereo amplifier, "was not the No. 1 priority," Lagerling said. "We wanted to see if we could do fast (design iterations) rather than having our engineers fly across the world."
"This is not this big initiative that things had to be made in the USA," he said.
Google's decision to go with a local manufacturer is a striking departure from the made-in-China model that Apple Inc and other consumer electronics manufacturers have long considered essential to their competitiveness.
Google's move reflects a nascent trend of "reshoring" manufacturing operations to the United States. While such actions are largely driven by soaring labor costs in China, other benefits of manufacturing locally are shorter lead times, more responsive partners and better protection of intellectual property.
The Nexus Q will also likely sell in limited quantities, which made finding the cheapest possible manufacturer less important. BGC analyst Colin Gillis said Google would probably not sell more than 100,000 of the devices, which he said are pricey compared with products like Apple's set-top box.
MADE IN CHINA, REVISITED
China has become the world's factory floor over the past decade as incentives, low wages and entry into the World Trade Organization made it a highly efficient workshop for everything from shoes to electronics.
An exodus of American manufacturing jobs has created political tension in the United States and put pressure on U.S. companies to at least acknowledge the issue.
In May, Apple Chief Executive Tim Cook said he would like to see more of the company's products assembled in the United States instead of China, but he qualified that by saying there was a shortage of expertise in America in some areas.
Economics and not politics are likely to drive any larger shift in manufacturing, and wages in China could be the biggest factor. Hourly Chinese factory wages, cheap iphone parts averaged 52 cents an hour in 2000, are expected to rise to $4.51 an hour by 2015, according to the Boston Consulting Group.

#4 აზრი გამოთქვა: weng yi meng (8 აგვისტო 2012 10:54)
White mage cosplay wholesale china
 A number of the main characters that are commonly performed in final imagination include Black Mage, Ninja, Cactuar, Peach, Daisy and also Moogle not forgetting White Mage. While taking White Mage as the class to participate in, here are a few features of thePloyer MOMO9
 to take into account from a reasonable Ramos W17
 shop:Gnerally everyone knows this character for her exceptional clothing in Mario Hoops. In this series, she had divulged her pink hair while not veiling her head; the white robe she'd gained seemed gorgeous. Unlike in Mario Hoops, White Mage had changed her costume in last illusion and therefore pushing her fans to role-play her in a brand new stylish clothing.  This is due to it is very easy to purchase online; buy processing and shipping takes between 14 to 30 days according to different aspects for instance payments, your country among additional factors.
HYUNDAI A7
Another keen characteristic considered when buying a white mage cosplay in a wholesale in China is the combination of the strategies of the player. White mage is known for her magical class roles in final imagination and so a ultra cosplay should reveal these traits.
.

#5 აზრი გამოთქვა: knockoff designer handbags (20 ნოემბერი 2012 05:30)
concerned about the deficit.And he can help deliver Wisconsin, according Walker."On one hand he has a tremendous way to inspire inspire louis vuitton outlet inspire and pump up the base, you'll see that going the convention," Walker said. "But at the same time -- -- cheap authentic air jordans -- and we've seen it for years here in Wisconsin he has tremendous appeal to swing voters and independent voters voters cheap authentic air jordans voters in states like Wisconsin that are battleground states because smart and he's bold, but he listens. And he relates relates imitation designer handbags relates well to voters all across the political spectrum."Naser Jason Ft. Hood Plotter, Gets Life in PrisonAbdo Convicted of Plotting Plotting replica designer handbags Plotting to Kill Soldiers at U.S. Fort, Wore Bizarre Mask SentencingBy JASON RYAN and LEE FERRANAug. 10, 2012 — The The real jordans The young serviceman convicted of plotting a massacre of his soldiers near Fort Hood in Texas received dual consecutive life life cheap replica handbags life sentences today.Naser Jason Abdo, 22, sat in a Texas today in a bizarre mask made of white cloth around around cheap replica louis vuitton handbags around his mouth and a black mesh covering over his and face, a Department of Justice official told ABC News. News. louis vuitton alma News. The life sentences were handed down for attempting

#6 აზრი გამოთქვა: coach outlet (29 ნოემბერი 2012 05:07)
coach outlet creates attractive Designerauthentic Coach Handbags and accessories. It features with stylish coach outlet store and signature materials. coach outlet store online become a symbol of elegance and luxury. As you enter motherhood coach outlet online store understands your needs and how to make things easier for you without sacrificing your baby?s needs. You can pinpoint a traditional baby baby.coach outlet stores front and the back designs are up to date styles but inside your entire baby's stuff are safely kept. This is practical way to make you and your baby always on the go."

#7 აზრი გამოთქვა: northfacefpz (24 დეკემბერი 2012 01:38)
Wind Jackets reflect the rather handsome and manly. jackets outlet north face fleece clearance jackets are always preferences of many men. Not just in hold the cold wind jackets, cheap north face all the new "spring" Commander feels comfortable to wear mens north face mens gore tex jacket. http://www.cheapnorthfacejacketsales.com/#n208

#8 აზრი გამოთქვა: replica oakleys (6 მარტი 2013 12:51)
Add A-list appeal to your wardrobe essentials with fake oakley sunglasses. Handcrafted from exquisite texture, this fake oakleys, replica replica oakleys will take pride of place in your accessories collection. Have a new replica oakley sunglasses try in.

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე