სინოპტიკოსები ასეთ შემოდგომას გვპირდებიან . . . » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





სინოპტიკოსები ასეთ შემოდგომას გვპირდებიან . . . სიახლეები, საზოგადოება
7-09-2010, 20:25
მარი მჭედლიძე
სინოპტიკოსები ასეთ შემოდგომას გვპირდებიან . . . ბევრს საუბრობენ გლობალური დათბობის შესახებ და მასთან დაკავშირებულ ამინდის ცვალებადობაზე. გახშირდა გვალვები, წყალდიდობები, მყინვარებიც დნება. საზოგადოებაში გავრცელდა აზრი, რომ ზაფხულის ტემპერატურის ზღვრული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა. სინოპტიკოსები კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ წელს საქართველოს მასშტაბით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა აგვისტოში იყო. თუმცა, ჩვეულებრივ, ყველაზე ცხელ თვედ ივლისი ითვლება ხოლმე. წლევანდელი აგვისტოს ტემპერატურა ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2006 წელს დაფიქსირდა. განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა იყო დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, ზესტაფონში - 42 გრადუსი აღინიშებოდა, ხოლო თბილისში ტემპერატურა 39 გრადუსს არ აღემატებოდა.

აგვისტოს თვეც გავიდა, მაგრამ სიცხე კვლავ აწუხებს მოქალაქეებს. ჩვენს მკითხველებს ალბათ აინტერესებთ როგორი იქნება შემოდგომის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი.

„ახლი 7დღე“ ესაუბრა გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ამინდის ბიუროს უფროსს ქალბატონ სვეტა ნიორაძეს.

– ქალბატონო სვეტა, წინა წლებთან შედარებით წლევანდელი სექტემბრის დასაწყისში უჩვეულოდ ცხელა. როგორია სინოპტიკოსების ვარაუდი, შენარჩუნდება თუ არა სექტემბრის ბოლომდე მაღალი ტემპერატურა?

– სექტემბრის თვის დასაწყისში, საქართველოს მაშტაბით, საკმაოდ მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა. დღესაც თბილისში 33-35 გრადუსი ფიქსირდება. ჩვენი პროგნოზი გამართლდა და საშუალო კლიმატურ ნორმაზე 1 გრადუსით მაღალი ტემპერატურა აღინიშნა თვის დასაწყისში. ხალხში გავრცელებულია ინფორმაცია, რომ სექტემბრის ბოლომდე სიცხეები შენარჩუნდება, რასაც არ ვადასტურებ, რადგან ხვალიდან უკვე მოსალოდნელია ტემპერატურის კლება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღრუბლიანობა და ძლიერი წვიმა. აღმოსავლეთ საქართველოშიც რამდენიმე გრადუსით დაიკლებს ტემპერატურა. საქართველოს მაშტაბით 10 სექტემბრიდან საკმაოდ აგრილდება და 26-27 გრადუსია ნავარაუდები. შემდგომში ტემპერატურა მხოლოდ 2 გრადუსით მოიმატებს. მაღალ სიცხეებს არ ველოდებით და, ჩვენი ვარაუდით, თვის ბოლომდე სასიამოვნო ამინდი შენარჩუნდება.

– გასულ წლებთან შედარებით ოქტომბრის თვე იქნება თუ არა გრილი?

– ოქტომბერი შემოდგომის მეორე თვეა, ბუნებრივია, ამ დროს ტემპერატურა შედარებით დაბალია, ვიდრე სექტემბერში. ჩვენი პროგნოზით, ოქტომბრის თვის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე, 16-17 გრადუსი იქნება, რაც ერთი გრადუსით მაღალია საშუალო წლიურ ტემპერატურაზე. ხოლო, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ ნავარაუდებია 14–15 გრადუსი და მოსალოდნელია ნორმაზე მეტი ნალექის რაოდენობა. მაგრამ, ზოგადად, ოქტომბერის თვე თბილი იქნება.



 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე