წიკლაური: აბსურდია, რომ რუსეთის მარიონეტები თავიანთი დამოუკიდებლობის უარყოფის წინადადებას დათანხმდებიან » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





წიკლაური: აბსურდია, რომ რუსეთის მარიონეტები თავიანთი დამოუკიდებლობის უარყოფის წინადადებას დათანხმდებიან პოლიტიკა
25-06-2012, 18:27
როგორც "მედიანიუსი" იუწყება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს აბსურდად მიაჩნია იმაზე საუბარი, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ხელისუფლების მარიონეტები თავიანთი ე.წ. დამოუკიდებლობის უარყოფაზე ქართული მხარის წინადადებას დათანხმდებიან.

როგორც დეპუტატმა ჟურნალისტებს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადისლავ ჩირიკბას განცხადების კომენტირებისას განუცხადა, აფხაზური მხარისათვის ირაკლი ალასანია მას შემდეგ გახდა მისაღები, რაც მან ქართული ბანდიტური დაჯგუფებების შექმნაზე გააკეთა განცხადება.

“ჩემთვის აუხსნელია, რა პრაგმატიზმზეა საუბარი. თუ ეს პრაგმატიზმი გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტრესების დათმობას, რა თქმა უნდა, ისინი ამგვარ მოლაპარაკებებში მონაწილეობას დიდი სიხარულით მიიღებენ. ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ გააკეთა ცნობილი განცხადება, სადაც ცილი დასწამა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, თითქოსდა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბანდფორმირებები არსებობს, ის და ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ და სამხრეთ ოსეთის მხარესთან ყველაზე სანდო მომლაპარაკებლები გახდნენ”, -- აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე მოსაზრებით, თავად ალასანიამ და ივანიშვილმა უნდა განმარტონ, რისი დათმობის ხარჯზე აქვთ მოლაპარაკებების დაწყების იმედი. “მათი გეგმის შესახებ კარგი ხანია გვესმის და სწორედ ეს გეგმა უნდა წარმოადგინონ”, -- განაცხადა ნუგზარ წაკლაურმა.

ცნობისათვის: აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ვლადისლავ ჩირიკბას განცხადებით, აფხაზეთს საქართველოსთან დიალოგისთვის ისეთი პრაგმატული თანამოსაუბრეები სჭირდება, როგორიც ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია არიან.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე