ნუგზარ წიკლაური: ოქტომბერში ქართველი ხალხი დაასრულებს რუსულ ოცნებას » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





ნუგზარ წიკლაური: ოქტომბერში ქართველი ხალხი დაასრულებს რუსულ ოცნებას პოლიტიკა
22-06-2012, 17:34

როგორც "მედიანიუსი" იუწყება, საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურს ფრაქციის –– „ერთობა სამართლიანობისათვის“ – წევრი კარლო კოპალიანი ქაჯანას აგონებს.

მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შესაბამისი განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც კოპალიანმა მე–7 მოწვევის პარლამენტს ყველაზე უღიმღამო, უფერულ და მხოლოდ ერთი ადამიანის ახირებების უსიტყვოდ შემსრულებელ–დამკანონებელ პარლამენტად შესვლა უწინასწარმეტყველა.

„სწორედ ჩვენს პარლამენტში გაჩნდა ლიტერატურული ალუზია ნიკო ლომოურის შესანიშნავი, სითბოთი აღსავსე მოთხრობის გმირისა. ეს გმირი არის ქაჯანა, ხოლო ეს ალუზია არის თავად ბატონი კოპალიანი. ყველას კარგად გვახსოვს პირველი 3 წელი, როდესაც ის ვერ მეტყველებდა. ახლა მან ასე ამოიდგა ხმა. ასე რომ, ქაჯანების ქვეყანაც დამთავრდება და ვერავინ შეცვლის ქართველი ხალხის სწრაფვასა და გადაწყვეტილებას, ჰქონდეს თავისუფალი ქვეყანა. არავის: არც რუსეთის და არც ვინმე სხვის მონებს არ მივცემთ შესაძლებლობას, შეარყიოს ჩვენი ქვეყნის თავისუფლება“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

მისი განცხადებით, პარტკომების თუ პარტიული ინსტრუქტორების, საბჭოთა კავშირის რეანიმატოლოგთა ოცნება არ ასრულდება.

„კომუნისტური, ნაცრისფერი კერპების ოცნება ჩვენს ქვეყანაში არასდროს ასრულდება და ოქტომბერში ქართველი ხალხი დაასრულებს რუსულ ოცნებას, რომლის უკანასკნელ ამოძახილსაც პარლამენტში ვისმენთ“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე