აღსრულების ბიურომ ივანიშვილთან დაკავშირებით სასამართლოდან ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





აღსრულების ბიურომ ივანიშვილთან დაკავშირებით სასამართლოდან ორი სააღსრულებო ფურცელი მიიღო პოლიტიკა
20-06-2012, 16:25

როგორც "მედიანიუსი" იუწყება, აღსრულების ეროვნული ბიუროს ცნობით, ბიუროში შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი, რომელთა თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.

საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები, _ აცხადებს აღსრულების ბიურო.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე