ირინა სარიშვილი: ედპ ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების რუპორად გამოყენება ხდება » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





ირინა სარიშვილი: ედპ ოპოზიციის წინააღმდეგ ხელისუფლების რუპორად გამოყენება ხდება პოლიტიკა
29-02-2012, 13:21



როგორც "მედიანიუსი" იუწყება, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყოფილი ლიდერის ირინა სარიშვილის შეფასებით, იმ ადამიანებს, ვინც დღეს ხელისუფლების წყალობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სახელით სარგებლობენ, გაცილებით უფრო მძიმე დაავადება აქვთ, ვიდრე პოლიტიკური ამნეზია.

ამის შესახებ ირინა სარიშვილმა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის მიერ გუშინ პარლამენტში პრეზიდენტის ვიზიტისას სიტყვით გამოსვლის კომენტირებისას განაცხადა.

,, ძალიან სამწუხაროა, რომ ამ პარტიის სახელით, უკვე მერამდენე წელია ხელისუფლების სამარცხვინო მომსახურება ხდება. ხდება ამ პარტიის გამოყენება, როგორც ხელისუფლების რუპორის ოპოზიციის წინააღმდეგ. იმედს ვიტოვებ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ სამართლიანობა აღდგება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ძალიან ვწუხვარ, რომ პარტიის მოწინავეთა რიგებში, სწორედ პარტიის სახელით მოსარგებლე ადამიანები აღმოჩნდნენ. როგორც ჩანს, წელიწადში ერთხელ სამწუხაროდ, სწორედ ამ პარტიის წარმომადგენლის გამოსვლა უნდა გახდეს თითით საჩვენებელი, ცუდი ნიშნით”-აღნიშნა `მედიანიუსთან~ საუბრისას სარიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მონაწილეობით მოხდა ის, რაც მოხდა ედპ-ში ამ რამდენიმე წლის წინ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ განაცხადა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პოლიტიკურ ბრძოლას უცხადებს ყველა იმ ძველ თუ ახალ მეოცნებე პარტიას, რომელთაც პოლიტიკური ამნეზია დაემართათ და მათი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შედეგი რუსეთისათვის საქართველოს ჩაბარება იქნება.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე