24-02-2012, 14:05
როგორც "მედიანიუსი" იუწყება, მსოფლიოში ნავთობის ფასი გაიზარდა. საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 23 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში ბრინთ ქრად ტიპის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 0,72 აშშ დოლარით გაიზარდა და 123.62 დოლარი შეადგინა.
ნიუ-იორკის წამყვან სანავთობო ბირჟაზე კი ლაით სვიჩ ქრად ტიპის ნავთობი ერთ ბარელზე 1,55 აშშ დოლარით გაძვირდა და 107.83 დოლარს გაუტოლდა.