სამშენებლო სამუშაოებზე მუშა დაიღუპა » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





სამშენებლო სამუშაოებზე მუშა დაიღუპა საზოგადოება
30-01-2012, 13:17



როგორც "მედიანიუსი" იუწყება, თბილისში, დიდ დიღომში, 186-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გათხრით სამუშაოებს 35 წლის კობა გოგრიჭიანი ემსხვერპლა.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა. კობა გოგრიჭიანი 4 მეტრიან ორმოში იყო ჩასული, როცა მიწა მოწყდა და მას დაეყარა.

პეტრიწის ქუჩაზე რაგბის სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, კომპანია “ატუ” აწარმოებდა. გოგრიჭიანიც სამშენებლო სამუშაოებზე იყო დასაქმებული.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. მიცვალებული პროზექტურაში გადაასვენეს.

პოლიციამ კომპანიის წარმომადგენლები და დაქირავებული მუშები დაკითხვაზე გადაიყვანა. უბედური შემთხვევის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე