არასამთავრობოები პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ახალ ნორმას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





არასამთავრობოები პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ახალ ნორმას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ პოლიტიკა
28-12-2011, 16:00

როგორც "პრესა გე ტვ" "ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით იუწყება, არასამთავრობო ორგანიზაციები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ახალ ნორმას, რომელიც პარტიების მიერ დაუხარჯავი თანხის უკან დაბრუნებას ეხება, ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ.
კერძოდ, საუბარია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ახალი ნორმის ფორმულირებაზე.

"აღნიშნული ნორმა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვითაც: "კანონს, თუ ის არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს" კანონპროექტი მესამე მოსმენით დღეს მიიღეს", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "კოალიცია არჩევანის თავისუფლებისთვის" და "ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო" აწერენ ხელს.
ახალი ნორმის მიხედვით: "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები და ამ კანონის 26/1 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები, რომელთაც დაფინანსება მიღებული აქვთ ამ კანონით დადგენილ რეგულაციათა დარღვევით და ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის აღნიშნული თანხები არ დაუხარჯავთ, ვალდებულნი არიან ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული თანხები დაუბრუნონ თანხის გამცემს. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა მიექცევა სახელმწიფოს საკუთრებაში."

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამ თემაზე დღეს, 16:00 საათზე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" პრესკონფერენციას გამართავენ.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე