"სახალხო კრებამ" ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





"სახალხო კრებამ" ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა პოლიტიკა » საშინაო
29-11-2011, 17:39


როგორც "პრესა გე ტვ" "ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით იუწყება, "სახალხო კრებამ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს და დარბაზის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~სახალხო კრებიდან~ აცნობეს, ერთმნიშვნელოვნად აღინიშნა, რომ "სახალხო კრება" ყოველთვის ადექვატურად მოქმედებს; არსებული რეალობიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ კრების იდეაშივე დაინახა საშიშროება და მის წინააღმდეგ რეპრესიული მანქანა აამოქმედა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე შეფასება მიეცა 26 მაისს ხელისუფლების მიერ მოწყობილ ~საჩვენებელ სადამსჯელო სისხლიან სპეცოპერაციას, სადაც ძალოვანებმა ალყა შემოარტყეს მშვიდობიან მომიტინგეებს, არ დაუტოვეს გასასვლელი გზა და უმოწყალოდ გაუსწორდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ იქ მომუშავე ჟურნალისტებსაც~.
მათივე განცხადებით, "სახალხო კრება" დღეს ქვეყანაში ერთადერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ყველაზე მეტი რეპრესირებული და პოლიტიკური პატიმარი ჰყავს.

დარბაზის წევრებმა, დღეს არსებული პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, "სახალხო კრების" სამომავლო მოქმედების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ქვეყანაში რეალობა ოპოზიციის სასარგებლოდაა შეცვლილი, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურის პოლიტიკაში შემოსვლით, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.

როგორც კრების წარმომადგენლებმა განაცხადეს, "სახალხო კრება" მუშაობას განაგრძობს; განახლდება ინტენსიური შეხვედრები აღმასრულებელ საბჭოსა და დარბაზის წევრებს შორის, ასევე გაგრძელდება მუშაობა რეგიონალურ ორგანიზაციებში.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე