როგორც ისრაელის ქართულენოვანი საინფორმაციო პორტალი "ნიუსგე" იუწყება, ორშაბათს, 7 ნოემბერს, შუადღისას ღაზას სექტორის საზღვარზე ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის მორიგი ურთიერთსროლა გაჩაღდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ცაჰალის ტანკმა ცეცხლი გაუხსნა ტერორისტებს, რომლებიც ღაზას საზღვრის დანაღმვას ცდილობდნენ.
პალესტინური წყაროების ცნობით, ამ ინციდენტის შედეგად სამი ბოევიკი დაიჭრა.