გიორგი ჩახნაშვილმა №24 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





გიორგი ჩახნაშვილმა №24 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა სიახლეები
31-08-2011, 17:08
onlinenews.ge
2011-2012 სასწავლო წლისათვის, პირველად საქართველოში, ერთდროულად 12 ახალი სკოლა შენდება და 350 საჯარო სკოლაში სრული რეაბილიტაცია ხორციელდება. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას თბილისის №24 საჯარო სკოლაში გაეცნო.

24-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ სკოლებს შორის, სადაც წელს თანამედროვე საგანმანათლებლო სტანდარტებზე დაყრდნობით ინფრასტრუქტურული ცვლილებები მიმდინარეობს. სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, რემონტდდება და იღებება დერეფნები, ფლიგელები, საკლასო ოთახები, გამოიცვალა კარებები, დაიგო ახალი იატაკები.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროცესში უპირატესობა სწორედ, შენობათა სველი წერტილების, შესასვლელებისა და დერეფნების მოწესრიგება-მოწყობას ენიჭება. ამასთანავე, რამდენიმე საჯარო სკოლაში დამონტაჟდა ახალი გათბობის სისტემები, მოწესრიგდა საქვაბეები, გაუმჯობესდა ელექტრო და გაზმომარაგება. მოეწყო ღია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები, განხორციელდა სპორტული დარბაზების რეაბილიტაცია.

სარემონტო სამუშაოებს სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 9 მილიონი ლარია გამოყოფილი.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე