სააღსრულებო ბიუროების საბიუჯეტო შენატანები ერთ წელიწადში გაორმაგდა » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





სააღსრულებო ბიუროების საბიუჯეტო შენატანები ერთ წელიწადში გაორმაგდა სიახლეები
20-08-2011, 15:58
banksandfinance.ge
ანუ წელს ორჯერ მეტმა ადამიანმა დაკარგა სახლ-კარი, ვიდრე შარშან

2011 წლის 7 თვეში სახელმწიფო ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროების მიერ 76 487 836 მლნ ლარი გადაირიცხა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.
აღსრულების ბიუროს ოფიციალური სტატისტიკით, მხოლოდ ივლისში ბიუჯეტში სააღსრულებო ბიუროებიდან 6 273 856 მლნ ლარი შევიდა. ივლისში 4434 სააღსრულებო წარმოება დასრულდა.

ბიუროს იურიდიული კონსულტანტების მიერ 2011 წლის ივლისში 1672 მოქალაქეს გაეწია მომსახურება, მათ შორის 553-მა მოქალაქემ იურიდიული კონსულტაცია ითხოვა, 367 მოქალაქეს ზოგადი ინფორმაცია მიეწოდა, ხოლო 747 ადამიანს კონსულტანტები განცხადების დაწერაში მიეხმარნენ.

7 თვის მონაცემებით კი, ყველაზე ხშირად მოქალაქეები კონსულტაციას განცხადების დაწერისას ითხოვენ, ასეთი 4677 შემთხვევა დაფიქსირდა. 3088 მოქალაქემ კი იურიდიული კონსულტაცია მიიღო. 2033 კი, ზოგადი სახის ინფორმაცია მიეწოდა.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე