სასამართლომ ნინო ბურჯანაძე დაკითხა » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





სასამართლომ ნინო ბურჯანაძე დაკითხა სიახლეები
9-08-2011, 14:30
onlinenews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლომ სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსის, ბადრი ბიწაძის საქმესთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე დაკითხა. როგორც ბიწაძის ადვოკატმა ლევან სამუშიამ განაცხადა, ბურჯანაძეს სასამართლო თითქმის ორი საათის განმავლობაში უსმენდა.

„ქალბატონ ნინოს უამრავი შეკითხვა დაუსვეს. მას ძირითადად პასუხის გაცემა მოუწია ბადრი ბიწაძისა და „სახალხო კრების" ურთიერთობის დეტალებზე - იყო თუ არა ბიწაძე კრების ხელმძღვანელი და რა როლი ჰქონდა მაისში გამართული აქციების ორგანიზებაში.“ - განმარტა სამუშიამ. ბადრი ბიწაძის საქმის განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე