ბიომეტრული პასპორტები, დასკანერებული ადამიანები » ახალი 7 დღე

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





ბიომეტრული პასპორტები, დასკანერებული ადამიანები სიახლეები, საზოგადოება
15-04-2010, 20:20
ეკა კვირკველია
ბიომეტრული პასპორტები,  დასკანერებული ადამიანებისაქართველოს სამოქალაქო რეესტრმა 15 აპრილს ბიომეტრული პასპორტების გაცემა დაიწყო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ, პირველი ბიომეტრული პასპორტი მალხაზ სამსონაძეს გადასცა. „მალხაზ სამსონაძე პირველი იყო, ვინც განაცხადი შემოიტანა ჩვენს სააგენტოში და მოითხოვა ბიომეტრული პასპორტი. სამოქალაქო რეესტრი ორი წელი ემზადებოდა იმისთვის, რომ დაეწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა“, – განაცხადა გიორგი ვაშძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, „ბიომეტრიული პასპორტი არის ჩვეულებრივი დოკუმენტი, რომელსაც ყდაში ან პერსონალური მონაცემის ადგილზე აქვს მიკროჩიპი ელექტრონული ინფორმაციის ჩასაწერად. ბიომეტრული პასპორტების შემოღება მიზნად ისახავს პიროვნების სრულყოფილ იდენტიფიცირებას და შეუძლებელს ხდის პასპორტის გაყალბებას. ეს პასპორტი ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავდება დაცვის მაღლი დონით, რაც გამორიცხავს მისი გაყალბების შესაძლებლობას. ბიომეტრიული პასპორტი სახელმწიფოს მისცემს იმის 99%-იან გარანტიას, რომ ქართული პასპორტი არ გაყალბდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის. ბიომეტრული პასპორტის ნორმებს ადგენს საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია ICAO. მის მიერ დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობს ყველა ის ქვეყანა, სდაც ბიომეტრული პასპორტებია შემოღებული. თუმცა არსებობს პასპორტის სურათის გაყალბების საშიშროება. მოქალაქეები დაცულნი უნდა იყონ ამისგან. ასევე არ უნდა მოხდეს პასპორტისთვის არსტანდარტული ჩიპის გამოყენება, რომელსაც სხვა ქვეყნების საზღვრებზე არსებული მანქანა ვერ გაშიფრავს. ბიომეტრული პასპორტის შემოღება ხელს უწყობს გამარტივებული სავიზო რეჟიმის არსებობას საქართველოსა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებს შორის. ბიომეტრული პასპორტით სარგებლობის პრაქტიკა დამკვიდრებულია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში, ისეთ განვითრებულ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია, ეგვიპტე და სხვა. 2010 წლისთვის მათი რაოდენობა 45–მდე გაიზრდება. საქართველო 2 წლის შემდეგ დადგება ბიომეტრული პასპორტიის გამოყენების აუცილებლობის წინაშე. დღეს საზღვარგარეთ მოქმედ ბოიმეტრულ პასპორტებში პირის პერსონალურ მონაცემები ( სახელი, გვარი, დაბადების თრიღი) და ელეექტრონული ფოტოსურათი ჩიპზეა დატანილი. მიმდინარეობს მუშაობა იმაზეც, რომ ამ ტიპის პასპორტებში ჩაიწეროს ხელმოწერა, რომლის ნამდვილობასაც სახელმწიფო დაადასტურებს. ბიომეტრიული პასპორტების ელექტრონულ ჩიპზე ჩაწერილი ინფორმაცია იქნება დაცული. ინფორმაცია არ ჩაიწერება ისე, რომ ნებისმიერს შეეძლოს მისი ნახვა”.

გიორგი ვაშაძის თქმით, ბიომეტრული პასპორტების სისტემაზე გადასვლა იმას ნიშნავს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის გამარტივდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გადაადგილება. ბიომეტრული პასპორტი არის ევროპული სტანდარტის დოკუმენტი. პროექტი შვიდი მილიონი ევროთი დაფინანსდა, თანხა ევროკავშირმა გაიღო.

ბიომეტრული პასპორტი არის იმის გარანტია, რომ საქართველოს მოქალაქეები მაქსიმუმ ათი დღის ვადაში მიიღებენ ვიზას იაფი ტარიფით - 35 ევროს საფასურად. ხშირ შემთხვევაში კი, საზღვრებზე დამონტაჟებული სპეციალური აპარატურის მეშვეობით, მოქალაქეები ბიომეტრული პასპორტით საზღვრის გადაკვეთას მესაზღვრესთან კონტაქტის გარეშე შეძლებენ.

„საქართველოში ბიომეტრული პასპორტების ბეჭდვის სამი ცენტრი იარსებებს: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. მალე ბიომეტრული პასპორტების გაცემა რეგიონებშიც დაიწყება. ბიომეტრული პასპორტები ათი წლის ვადით გაიცემა და იგი 100 ლარი ეღირება. სამოქალაქო რეესტრი პასპორტის მიღების მსურველებს დაჩქარებულ მომსახურებასაც სთავაზობს. ბიომეტრული პასპორტის აღება განაცხადის შეტანიდან ათი სამუშაო დღის განმავლობაში 100 ლარი ეღირება, მეხუთე სამუშაო დღეს – 120, მესამე სამუშაო დღეს – 150, განაცხადის შეტანიდან 24 საათის განმავლობაში _ 190, ხოლო იმავე დღეს _ 205 ლარი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბიომეტრული პასპორტების გაცემის პარალელურად ძალაში იქნება უკვე გაცემული პასპორტები, რომელთაც ვადა არ გასვლიათ. ბიომეტრული პასოპრტი არ გაიცემა 16 წლამდე ბავშვებზე.

 
ასევე:

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე