ეტყობა ინგლისური ჯერ არ გამხდარა მეორე სახელმწიფო ენა, რომ ვერა და ვერ ხერხდება ოკეანისგაღმიდან მოსული ტექსტების ზუსტი გაშიფრვა. ისევ და ისევ ეჭვები - რაღაც არასწორად არის ნათარგმნი...
ზიგმუნდ ფროიდის შემდეგ (თუმცა ამ ფენომენის ბუნება მასზე ადრეც იქნებოდა შენიშნული, მაგრამ ფროიდმა იგი ფსიქოანალიზის ობიექტი გახადა) უნებლიე წამოცთენები (თუმცა წამოცთენა, როგორც სიტყვა გვიმხელს, როგორც წესი, უნებლიეა) წამომცთენელს უხერხულ მდგომარეობაში უნდა აყენებდეს.
იყო აშურში (ასურეთში) სახელოვანი მეფე, რომლის სახელი ბერძნულად გამოითქმოდა როგორც სარგონ, ხოლო აშურულ ენაზე შარრუ ქენუ, რაც ნიშნავს ”მეფე კანონიერი”. ამავე სახელს ატარებდა ორიათასი წლის წინათ არანაკლებ სახელოვანი მეფე, შუამდინარეთში პირველი იმპერიის შემქმნელი.
რა დღეშია ჩვენი გასაცოდავებული საზოგადოება. დაირხევა ხმა: ამას აპირებენ, იმას აპირებენ. აძვირებენ, გადასახადს აწესებენ, აუქმებენ, ყიდიან, რაღაც უსახურს აშენებენ, კრძალავენ, ხეებს ჭრიან, ანგრევენ, ძეგლი გადააქვთ... მერიის (ან სხვა) სამსახური უარყოფს (ან არც უარყოფს და არც ადასტურებს),
გასული საუკუნის ოციან წლებში, ბოლშევიზმის მძვინვარების ხანაში, ნოქალაქევში, ძველ არქეოპოლისში, მღვდელი ილია შალამბერიძე ასე ანუგეშებდა სტუმრებულ დისწულს:
დიდი ოქტომბრის გადატრიალებიდან დაწყებული ქვეყანაში სრული შვიდი ათეული წლის განმავლობაში გამარჯვებული ხელისუფლება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და, დამატებით, მასების დასათრგუნად იყენებდა ერთ ნაცად იარაღს, რომელსაც ჩვენს ახალ დროში შეთქმულების თეორია ეწოდა.
პოსტსაბჭოური მოწოდება-დევიზი მოსახლეობის მისამართით ”ქამრების შემოჭერის” თაობაზე ნამდვილად საყოველთაო-სახალხო გაჭირვების ამოძახილია. მისი დაფარული საზრისი შეგვიძლია ამოვიცნოთ, ის ეუბნება მოსახლეობას: სახელმწიფოს არ შეუძლია თქვენთვის ნორმალური ადამიანური ცხოვრების პირობების შექმნა.
ქუთაისში ”ჰერკულესის” ქარხნის გაფიცულთა დარბევამ და დაპატიმრებამ მომენტალურად შორეულ წარსულში გადაგვისროლა. ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელო მოგვითხრობდა, თუ რამდენი თაობის ბრძოლით და სისხლის ღვრით იქნა მიღწეული ეს უფლება, რომელიც ალბათ გაეროს წევრი ყველა ქვეყნის კონსტიტუციაშია ჩაწერილი,
ერთი მხრივ, საბჭოთა რეჟიმის კვალზე, რასაც განუხრელად მისდევს ჩვენი ხელისუფლება, აუცილებელია პერმანენტული სიფხიზლე, გაფაციცებული მზერა ირგვლივ, რომ თვალს არაფერი გამოეპაროს, მეორე მხრივ კი, დაისმის საჩოთირო კითხვა: რა ქვეყანაა საქართველო, რომელსაც ამდენი ჯაშუში ჰყავს, ამდენი ქურდი, ბაცაცა, ნარკომანი, ამდენი შინაგამცემი ჰყავს, ამდენი მოჯანყე ჯარისკაცი?
როდესაც ხელისუფლებას ეკითხებიან, რა ზიანი მიაყენეს ფოტორეპარტიორებმა ქვეყნის უსაფრთხოებასო, პასუხს არ იძლევიან ”საიდუმლო გრიფის” მიზეზით (თუმცა, ვვარაუდობთ, რომ ზიანი უკვე მიყენებულია და, ამდენად, ეს არავისთვის საიდუმლო აღარ უნდა იყოს), ასევე არ არის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული და გონივრული პასუხი კითხვაზე, რა ზიანი შეუძლია მიაყენოს საქართველოში არსებული არამართლმადიდებელი ეკლესიების საჯარო იურიდიული პირის სტატუსმა მართლმადიდებელ ეკლესიას.
ჩვენი სახელოვანი მე-19 საუკუნის რატომ ვართ მადლიერები? - გაკეთდა ის, რისი გაკეთების გამოცდილება არ ყოფილა. ქართველს თითქოს ხელახლა უნდა ესწავლა ქართული ყოფითი და კულტურული ლაპარაკი და წერა.
ქვეყანას, რომელსაც საქართველო ეწოდება, ყველაფერი აქვს - ტერიტორია, რომლის მთლიანობასაც ამ ლექსის დაწერისას არაფერი ემუქრებოდა; გზები და კომუნიკაციის საშუალებები, რომლებიც დღეს, შესაძლოა, უფრო მეტი და უკეთესიც არის; ოჯახები, თუმცა რეპრესირებული, დაშინებული... ყველაფერი არის, მაგრამ რაღაც აკლია ამ ტერიტორიას იმისათვის, რომ მას საქართველო ერქვას. სახელდობრ, რა? დამოუკიდებლობა? ამას გულისხმობდა გალაკტიონი?
ვითარება, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩასატარებლად ხელისუფლებას ასეთ სისასტიკეს მიმართავს, საგანგაშოა. რაღაც დალპა დანიის სახელმწიფოში. რისთვის არის მოწოდებული ასეთი დამოუკიდებლობა?