no

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





12.11.2011

საქართველოს ხელისუფლებას ტყუილად ჰგონია, რომ რუსეთის მხრიდან ფსოუსა და როკის გამშვებ პუნქტებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების დაყენება მისი წარმტებაა. ეს არის მისი მორიგი არაადეკვატური დამოკიდებულება რეალობის მიმართ.
11.11.2011


ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ხვალ თავის ბლოგში შეაფასებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მნიშვნელობას.
26.09.2011

მინდა გამოვეხმაურო „ვიკილიქსში“ გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ მასალებს
02.09.2011
სააკაშვილი – ზვიგენებზე მონადირეებისთვის მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თავისი წინამორბედი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის, რამდენიმე წარმატებული პროექტი მთელი მონდომებით გააგრძელა: ბაქო–თბილისი–ჯეიჰანი, ბაქო–თბილისი–ერზერუმი, მთელი შემართებით შეუდგა ნატოში გაწევიანების გეგმის განხორციელებას, რომელიც ასევე შევარდნაძემ დაიწყო 2002 წელს, რუსეთის ბაზების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, რომელიც ასევე შევარდნაძის ინიცირებით დაიწყო 1999 წელს. ერთადერთი მიმართულება, რომელიც სააკაშვილმა ცალსახად დაბლოკა, შეწყვიტა მუშაობა, პირდაპირ აკრძალა, იყო ორმხრივი ქართულ–აფხაზური და ქართულ–ოსური ურთიერობების ფორმატში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკა.
11.08.2011
შეუმდგარი სახელმწიფოს მორიგი აქცია საქართველოს მთავრობამ თავისი მანკიერი სახე კიდევ ერთხელ დაგვანახა, როდესაც დევნილების უკანონო გამოსახლება განაახლა. დიდი ხანია ქართული საზოგადოება დრწმუნდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის მოქალაქეებზე ზეწოლა და დევნა ახასიათებს, მაგარამ დევნილების ასეთი ფორმით გამოსახლება განსაკუთრებით ნათელყოფს მის სახეს.
23.07.2011
რასაც ვაპროტესტებთ, აღარც უნდა შევეგუოთ საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო დროს მიღებული გადაწყვეტილებებით კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ სამოქალაქო საზოგადოებას არ შესწევს ძალა, წინ აღუდგეს ავტორიტარულ რეჟიმს, არ შეუძლია გაჩენილი პროტესტის გამოხატვა.
23.06.2011
ტაძრების კუთვნილებისა და ეკლესიების სტატუსის საკითხები სახელმწიფო დონეზე  უნდა  წყდებოდეს  (ვრცლად) ბოლო კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ისეთი ფაქტი მოხდა, რამაც საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. მნიშვნელოვანი იყო საფრანგეთის ელჩის განცხადება, მსჯელობად ღირს ბატონ მამუკა არეშიძის მიერ დაყენებული საკითხიც საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.
16.06.2011
გიგა ბოკერიას განცხადება საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდზე მეტად უცნაური განცხადება გააკეთა.
08.06.2011
რა არ იცის საქართველოს პრეზიდენტმა ქართული კულტურის ისტორიიდან (ვრცლად) საქართველოში იმდენად დრამატულად მიმდინარეობს პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები, რომ ბევრი მნიშვნელოვანი თემა რჩება ჩვენი ყურადღების მიღმა. 4 ივნისს მიხეილ სააკაშვილმა მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა.
31.05.2011
აფხაზეთი: როცა რუსეთის სურვილი ყოველთვის არ არის გადამწყვეტი ყველასათვის მოულოდნელად, აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტის გარდაცვალებამ სერიოზულად შეცვალა პოლიტიკური მოვლენები აფხაზეთში. ბაღაფშის გარდაცვალება მოულოდნელი უნდა ყოფილიყო როგორც აფხაზეთის საზოგადოებისთვის, ასევე რუსეთის ხელისუფლებისთვისაც. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს „ღრმა ჭურში ჯდომას“ და გართულია ჩვეული, უსუსური და უპასუხისმგებლო განცხადებების კეთებით.
27.05.2011
26 მაისს დამარცხდნენ საკააშვილიც და ბურჯანაძეც (ვრცლად) 26 მაისის ღამეს მოვლენები განვითარდა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო. ბურჯანაძის მიზანი აშკარად იყო – სააკაშვილს დაერბია აქცია, სააკაშვილის მიზანიც სწორედ ეს იყო. ბურჯანაძეს აქცია რომ შეეწყვიტა 24 ან 25 მაისს, სანამ დაძაბულობა პიკს მიაღწევდა, მას, როგორც პოლიტიკოსს, თავისი ამომრჩეველი აღარ მიიღებდა. ამდენად, მან მიიღო მკაფიო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ მიზანს მიაღწიოს ნებისმიერი გზით. ეს მისი პირადი პოლიტიკური წარმატება იქნებოდა. სააკაშვილი და ბურჯანაძე ამით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, ისინი საკუთარი პოლიტიკური წარმატებისთვის ყველაფერზე მიდიან, ყველაფერს წირავენ.
23.05.2011
რუსული თამაში ქართული ფიგურებით (ვრცლად) ამჟამად ქართული საზოგადოების გულისყური მიპყრობილია თბილისში მიმდინარე მორიგი პოლიტიკური პროცესებისადმი. მიმდინარე პროცესებში, რომლებიც აქციებში გამოიხატება, ვხედავ საფრთხის შემცველ მომენტებს. პირველ რიგში, მაშფოთებს არჩევნების წინ პოლიტიკური პროცესების მართვა ქუჩის აქციებით. ეს კარგად გათვლილი სვლაა, რომელიც ცუდად შეიძლება დამთავრდეს ქვეყნისთვის. საქართველოში სააკაშვილმა მიაღწია იმას, რომ საზოგადოებისთვის აუტანელი გახადა ყველაფერი.
16.05.2011
სააკაშვილის ერთი განცხადების გამო:   იგი ახალი ადამიანის გამოყვანას ცდილობს!  (ვრცლად) სააკაშვილის ერთ განცხადებას მინდა მივაპყრო საზოგადოების ყურადღება, იგი ბიზნესმენებთან ერთ-ერთ შეხვედრაზე, კერძოდ ბიზნესმენთა დაჯილდოების ცერემონიალ „მერკურზე“, აცხადებს, რომ საზოგადოების მენტალიტეტის გამოცვლას თურმე სადღაც, 15 წელი სჭირდება.

ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე