ახალი 7 დღის ბიბლიოთეკა

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





18.01.2013
მიწა [b]ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.
17.01.2013
მიწა ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.
16.01.2013
მიწა ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.
14.04.2012
(დასაწყისი იხილეთ ამავე ბმულში)

ეზოში უკვე ზამთარი ჩამოდგა. დაიწყო ეზოში ცივი ქარის შემოჭრები. მონადირე ტუგანთან ერთად მიდიოდა ტყეში გაყინული, მთვარიანი გზით.
14.04.2012
ჯუმა ახუბა



ერთ მშვენიერ დღეს ტყიდან მოიყვანეს. და სახელიც იმავე დღეს დაარქვეს – ტუგანი.

როგორ იგრძნო თავისი უხეში ცხოველური წინათგრძნობით, რომ ამიერიდან მისი ცხოვრება ბუნების საწინააღმდეგოდ შეიცვალა? ატარებს ძაღლის საძაგელ სახელს, რომელიც ისევე მძიმეა, როგორც ყელზე დახვეული რკინის ჯაჭვი: ადამიანმა კიდევ ერთი საშინელი ძალადობა ჩაიდინა.
20.10.2011
„სანაპიროზე პალმები დარგეს, აღარც ათხრილი, ანგრეული ასფალტია სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე. ხარაჩოებში ზის საოლქო კომიტეტის შენობა. თბილისის გზატკეცილზე, ჭანბას ქუჩაზე, წერეთლის გამზირზე, რუსთაველზე, ქუჩების ორივე მხარეს, დიდხანს მოჩანდა მაღალი, აზვინული მიწაყრილები. იქ ჩვენი ჯარისკაცების გვამთა სამარხები იყო. მერე მიწის ზვინები ნელ-ნელა ჩაწვა. ოთხიოდე თვის წინ ტრაქტორებით გადაუარეს. ზედ პალმები დაგვარგვევინეს. ტრაქტორის მუხლუხებით ამოყრილი ძვლები ისევ ერთად მოგვაკრეფინეს, თავიდან დაგვამარხინეს ჭანბაზე. თითქმის მთელი კვირის სამუშაო იყო. საფასურს ყოველდღიურად იძლეოდნენ. გაჭირვებულებს პურის ფულად გვყოფნიდა.”
24.08.2010
"ჩვენი ბიბლიოთეკა" მკითხველს სთავაზობს ცნობილი პოეტის, ზაზა ბიბილაშვილის, ლექსებს, რომელთან ინტერვიუც შეგიძლიათ ნახოთ ბმულში "ლიტერატურა".
23.08.2010
ცურვის დროს თითქმის არასოდეს არა ფიქრობენ, განსაკუთრებით - როცა მკლაურით მიდიან. ალბათ, ამიტომ მიყვარს ცურვა და ყველაზე მეტად მკლაური.
სოხუმის საცურაოზე ცალთვალა სომეხი ემიგრანტი გიტარას აკვნესებდა. ჩარდახის ქვეშ გახურებული ქაღალდის თამაში იყო. სილაზე, შუა მზის გულზე, უღმერთოდ იხრუკებოდნენ რუსები. გიტარა კი უკრავდა.
19.08.2010
ნიუტონა, კახა დვალიშვილი, პირველად სოხუმში ვნახე – 1992 წლის ოქტომბერში, გაგრის დაცემის შემდეგ. უკანასკნელად – თბილისის აეროპორტში – 93-ის სექტემბერში, როცა სხვა ჯარისკაცებთან ერთად მიფრინავდა უკვე მერამდენედ განახლებულ ომში. იმ დღეს თვითონ ჯარისკაცებიც იარაღის ძალით აღწევდნენ თვითმფრინავში. არც ერთმა მათგანმა არ გამოიჩინა ჩვეული ნება და მე და ჩემი მეგობარი ჟურნალისტი არავინ აგვიყვანა ტრაპზე. ნიუტონა აეროპორტის სამხედრო კომენდანტის მოსაცდელში შეგხვდა თავისი განუყრელი ავტომატითა და „რუგზაკით.
03.08.2010
ეს ლექსი რეზო თაბუკაშვილმა გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე დაწერა და შვილიშვილებს: რეზო და ბომბო თაბუკაშვილებს მიუძღვნა.
16.07.2010
წინათქმა

აფხაზი მწერალი დაურ ზანთარია (1953-2001) რამდენიმე რომანისა და მოთხრობების კრებულების ავტორია. მან ასევე გამოსცა ორი პოეტური წიგნიც. ის წერდა როგორც მშობლიურ - აფხაზურ, ასევე რუსულ ენებზე. აფხაზეთში მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს.

დაურის ყველაზე პოპულარული ნაწარმოები რომანი “ოქროს ბორბალია”. ამ რომანშიც ის მარტო საკუთარი ხალხის გასაჭირზე არ მსჯელობს - განიცდის სხვათა სატკივარსაც.

დაური ჩემი მეგობარი იყო, ჩვენ ერთ წელს დავამთავრეთ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე დაური წერდა - “თუ ჩვენ - აფხაზებმა და ქართველებმა კულტურული ურთიერთობა არ აღვადგინეთ, შესაძლებელია, მომავალში თავს ახალი უბედურება დაგვატყდეს”.

წინამდებარე ნოველაც ასევე სიკვდილამდე ორიოდე თვით ადრე მშობლიურ ენაზე დაწერა.
გურამ ოდიშარია
23.06.2010
დაურ ნაჭყებია, აფხაზი მწერალი, დაიბადა 1960 წელს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ფოქვეში. ძმა, ბესიკ ნაჭყებია, დაეღუპა ქართულ–აფხაზური ომის პერიოდში, 1993 წელს. ომამდე მუშაობდა აფხაზეთის მწერალთა კავშირის აფხაზურ სექტორში, არის ქართულ–აფხაზური დიალოგის მონაწილე. ამჟამად არის აფხაზეთში გამომცემლობა „ალაშარას“ დირექტორი; რომანის „ღამის ნაპირის“, მოთხრობებისა და პუბლიცისტური წიგნების ავტორი; კავკასიელი მწერლების პირველი ერთობლივი კრებულის „ჟამი ცხოვრებისა“ ერთ–ერთი შემდგენელი გურამ ოდიშარიასთან ერთად.
23.06.2010
მკვდარი ვწევარ უმოწყალოდ მწველი მზის ქვეშ, სოხუმის ჩრდილოეთით, მთის ფერდობზე. ასე დაუმარხავს წოლა დიდხანს მომიწევს: დავიქანცები გვამების გაცვლამდე გაზლაზნილ ომში, ეს კი იქნება არცთუ ჩქარა: ცეცხლივით შეტევებია, დაუნდობელი. სოხუმი ჯერ კიდევ არ აგვიღია. მის მისადგომებთან გააფთრებული ბრძოლები მიდის.
02.06.2010
–გენეტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, – ამბობდა ქალი. ის იწვა და თავის ექსპერიმენტზე ლაპარაკობდა, – გენს ადვილად ემატება, აკლდება, გარდაექმნება ნუკლეოტიდები, თანაც ზუსტად განსაზღვრულ ადგილას, გენი შეიძლება დაგრძელდეს ან დამოკლდეს, პრინციპში, ყველაფერი შესაძლებელია.
კაცი ჩუმად იცმევდა. მერე გაიფიქრა, ის საზიზღარი, სლიპინა კუდი რო არ ჰქონდეთ, რა უჭირდათო.
02.06.2010
კაცმა სადარბაზოდანვე შენიშნა, ანატოლის ეზოში გაჩერებულ მის მანქანაზე ორი კატა მოკალათებულიყო და ნებივრად ეფიცხებოდა მზეს. უკმაყოფილოდ გაიფიქრა, „ნუთუ ეს კატები ისევ გამოჩნდნენო,“ მერე აუჩქარებლად გადაჭრა ქუჩა, ჯიხურში სიგარეტი იყიდა და ეზოში შესულს არც კი გაჰკვირვებია, კატების ნაცვლად მანქანასთან 13–14 წლის ქალ–ვაჟი რომ დახვდა.
18.05.2010
მუხრან მაჭავარიანის პოეზია
28.04.2010
ტბასავით გარინდული ზღვიდან ნელ-ნელა წამოიმართა უზარმაზარი, ლურჯად ჩამუქებული ტალღა, თავზე თეთრი ქაფის ზოლი გაიკეთა და მზე დაფარა, შემდეგ გაიყინა და ყველამ დაინახა, რომ ეს იყო მთა, უყვავილო, ბრტყელი მთა, მხოლოდ ქაფის ზოლი განაგრძობდა შიშინს. ხოლო სულ ბოლოს, თითქოს მზემ ამოტეხაო ამ გაუვალ სილურჯეში, ტალღა – მთის მკერდზე კაშკაშა მკაცრი ჯვარი გამოკიაფდა.
27.04.2010
დავიბადე ანდერნახეში, გერმანია. მამაჩემი საოკუპაციო არმიაში მსახურობდა, დედა გერმანელი იყო და იქ შეხვდნენ ერთმანეთს. ამერიკაში ორი წლისა ჩამომიყვანეს. ლოს–ანჯელესში დავსახლდით. იქ გავატარე ცხოვრების საუკეთესო წლები. ფაქტობრივად, ჩემით მიწევდა ყველაფრის სწავლა, თუმცა ორწლიანი განათლება მაქვს მიღებული ლოს–ანჯელესის საქალაქო კოლეჯში
27.04.2010
ხუთ დას შორის კესსი ყველაზე ლამაზი და ახალგზრდა იყო. კესსი ქალაქში ყველაზე ლამაზი გოგო იყო – ნახევრად ინდიელი, საოცრად მოქნილი, გველივით მოქნილი სხეულითა და მომაჯადოებელი თვალებით. გრძელი ხვეული შავი თმა მხრებზე ეყარა, აბრეშუმივით თმა. უკიდურესად ცვალებადი ხასიათი ჰქონდა: ან ძალაინ აღგზნებული, ან ძალიან დათრგუნული იყო. შუალედური მდგომარეობა მისთვის არ არსებობდა. ვიღაცები ამტკიცებდნენ, რომ უბერავს, გიჟია. სირები ამტკიცებდნენ. მათ არ შეეძლოთ კესსის გაგება. კაცები მხოლოდ სექს–მანქანას ხედავდნენ მასში და ფეხებზე ეკიდათ, გიჟია თუ არა. კესსი კი ცეკვავდა, იპრანჭებოდა და კოცნაობდა კაცებთან, მაგრამ (ერთი–ორი გამონაკლისის გარდა) ლოგინამდე საქმე არ მიჰყავდა, ბოლო მომენტში ხელიდან უსხლტებოდა.
20.04.2010
მე ბიძინა ვარ... ცოტა ხნის წინ 36-ის გავხდი. სანზონაში ვცხოვრობ. მეტრი და სამოცდარაღაცა ვარ, 70 და რაღაცა... ზუსტად არ მახსოვს. ჯარში წასვლის წინ გამზომეს და ეგრე ვიცი. 63 კილოს ვიწონი. ორი გოგო მყავს – ია და ლია... ია რვა წლისაა, ლია ათის. თამრიკო რო გავიცანი, ჩემი ცოლი, 24-ის ვიყავი. მაშინ არსად არ ვმუშაობდი და ერთხელ კლასელის დაბადების დღეზე ავედი. თამრიკოც იქ ვნახე. კლასელის კარის მეზობელი იყო. ხაჭაპურები და რაღაცეები შემოჰქონდა სუფრაზე. მე ახალი ნაყიდი საროჩკა მეცვა და მაგრა მიხდებოდა. ეტყობა, იმასაც მოვეწონე, იმიტო რო მაგრა მომეწონა და სულ ვუყურებდი.


ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე