მუსიკა

„ახალი 7 დღე“ • საზოგადოებრივ - პოლიტიკური ინტერნეტგაზეთი • ინფორმაცია - ყოველდღიური, ანალიზი - ყოველკვირეულიs





11.02.2012

როგორც "პრესა გე ტვ" "ამბები.გე–ზე" დაყრდნობით იუწყება, ბრიტანულმა კომპანია PRS For Music-მა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით ყველაზე სექსუალური სიმღერების ჰიტ-აღლუმი შეადგინა. რეიტინგში კაილი მინოუგის სიმღერა -"Slow" ლიდერობს.
22.11.2011

როგორც "მედიანიუსი" იუწყება, 26 ნოემბერს, მოსკოვში ,,კროკუს სითი ჰოლში” ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე და ჯგუფი ,,ინსაიდი” ახალი ალბომის, სახელწოდებით ,,Gრეენ” პრეზენტაციას გამართავს. ამის შესახებ ,,რია ნოვოსტი” იუწყება.
05.11.2011

ყველაზე ძვირადღირებული მომღერლები 2011 წელს ბიონსე და ბრიტნი
სპირსი არიან.
23.06.2011
რობერტ პლანტს მონრეალში დააჯილდოვებენ კანადის ქალაქ მონრეალში, 25 ივნისს საერთაშორისო ჯაზ ფესტივალი გაიხსნება. ამ ღონისძიების დღეებში ერთი სასიამოვნო ტრადიციული ღონისძიება იმართება, საპატიო ჯილდოს გადასცემენ იმ მუსიკოსებს,
23.06.2011
“Nevermind”-ის ახალი სიცოცხლე ამერიკული მას-მედიის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის სექტემბერში, ჯგუფი “Nirvana”-ს ალბომი “Nevermind” ხელახლა გამოიცემა.
23.06.2011
ჯგუფი “Wet Wet Wet” ბრუნდება ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ხელთ არსებული ცნობით, წინა საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი შოტლანდიური ჯგუფი “Wet Wet Wet”-ის წევრები კვლავ ერთად შეკრებას და აქტიური საკონცერტო მოღვაწეობის განახლებას გეგმავენ.
21.06.2011
ჯგუფი “Take That” გალიდერდა გუშინ დიდ ბრიტანეთში გამოქვეყნდა წინა კვირის მუსიკალური ალბომების მორიგი ჰიტ-პარადი.
21.06.2011
ბობ დილანს ლონდონში აწყენინეს ცნობილ ამერიკელ მომღერალს, უბერებელ ბობ დილანს მიმდინარე წლის 24 მაისს დაბადებიდან სამოცდაათი წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საკუთარი ახლობლებისათვის და თაყვანისმცემლებისათვის ივლისის დასაწყისში, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში ერთი საზეიმო ღონისძიების ჩატარება ჰქონდა ჩაფიქრებული.
21.06.2011
რინგო სტარი მშობლიურ ქალაქს შეურიგდა 2008 წელს ცნობილმა მუსიკოსმა, ლეგენდარული ჯგუფი “The Beatles” წევრმა რინგო სტარმა ქალაქ ლივერპულში ერთი ჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარა. მისი დასრულების შემდეგ, ექს-ბითლზს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა ინტერვიუ ჩამოართვეს და მონასტერიც ამის შემდეგ აირია.
20.06.2011
ჯგუფი “U2” ყველაზე შემოსავლიანია 18 ივნისს გამომცემლობა “ფორბსმა” გამოაქვეყნა ბოლო 12 თვის განმავლობაში, მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიანი მუსიკოსების ჩამონათვალი.
20.06.2011
ჯგუფი “ The Subways” ახალი ალბომი რამდენიმე დღის წინ, ბრიტანულმა ინდი-როკ ჯფუფმა “The Subways”-მა საკუთარ ინტერნეტ-საიტზე ახალი ინფორმაცია განათავსა. ჯგუფის წევრებმა მუშაობა დაასრულეს რიგით მესამე სტუდიურ ჩანაწერზე.
16.08.2010
მსოფლიო მუსიკის ფესტივალი სვანეთში 21–25 აგვისტოს მესტიაში, სასტუმრო „თეთნულდის“ ტერიტორიაზე, ღია ცის ქვეშ „მსოფლიო მუსიკის ფესტივალი“ ჩატარდება. ფესტივალი ინტერკულტურულია და მასში მიიღებენ მონაწილეობას მუსიკოსები და ფოტოგრაფები. საქართველოდან ფესტივალზე წარდგებიან ჯგუფები: „ზუმბალენდი“, „ჩვენებურები“, „რეგიონი“, „რიჰო“, „ლატალი“, თურქეთიდან – ბაიარ შაჰინ–გუნდარიძის ბენდი, სომხეთიდან – „Crossroads Blues Band“, ესტონეთიდან – ჯგუფი „Musicians from Estonia“, ლიტვიდან – ჯგუფი „Inculto“.
12.08.2010
მკურნალი მუსიკოსი და განუკურნებელი შოუბიზნესი„როცა ჩაქრება ჭადრებში ლამპიონების ნათება“...ახსოვს, რომ სულ პატარა ამ სიმღერას მღეროდა. ცხოვრებაში არჩევანი ორჯერ გააკეთა. პირველად მაშინ, როცა ჯგუფ „Soft Eject–თან“ ერთად გერმანიაში წავიდა და მუსიკით ცხოვრება აირჩია, მეორედ, როცა გერმანიის ნეიროქირურგიულ კლინიკაში მუშაობა შესთავაზეს. მაშინ გადაწყდა, რომ ოჯახის ტრადიციას გააგრძელებდა.
07.08.2010
გიორგი უშიკიშვილი: სიმღერა უკან დაგვიბრუნდებასიმღერა მის ცხოვრებასთან მარადიულ კავშირშია, რადგან მის ოჯახში ყოველთვის მღეროდნენ. სიმღერა, უბრალოდ, მათი ცხოვრების წესი იყო. განსაკუთრებით პაპასთან ყოფნა მოსწონდა, რომელიც მუშაობის დროსაც სიმღერას ასწავლიდა. რადგან ოჯახში ყველა მომღერალი იყო, ახმეტაში ჩასული ყველა სტუმარი მათ ოჯახში მიდიოდა. ამის გამო მამამ თურმე სახლის ერთ ნაწილში სცენაც გააკეთა. ეზოში სათამაშოდ ჩასულ პატარა გიორგის ხშირად ეძახდნენ, რომ ამოსულიყო და სტუმრებისთვის ემღერა. მართალია, მაშინ ბრაზდებოდა, მაგრამ ახლა ამ ისტორიას ღიმილით იხსენებს.
05.08.2010
არის სერგი! არის კონტაქტი! „გამარჯობა, ეს „მეორე არხია“, მე სერგი გვარჯალაძე ვარ“ - წლების წინ ადამიანები მხოლოდ იმიტომ ელოდნენ საღამოს 7 საათს, რომ „მეორე არხის“ ეთერიდან ეს სიტყვები მოესმინათ. მას შემდეგ სერგი ყოველთვის აქტიურად მუშაობს და ფორმაშია. არაერთი პროექტის ავტორი იყო და არის, თუმცა, ტელევიზია და მუსიკა მისთვის შეუცვლელი დარჩა. ამჟამად აქვს გადაცემა „მიუზორამა“, რომელიც რადიოსადგურებ „ფორტუნასა“ და „ფორტუნა+–ზე“ გადის, ინტერნეტბლოგი WWW.KOMUNA.GE მუშაობს გერმანიის ქალაქ მიუნსტერში, რადიოსადგურ „ანტენა მიუნსტერში“. სერგი გვარჯალაძესთან ვსაუბრობთ.
29.07.2010
სკორსეზე და ჯაგერი – მუსიკის ისტორიის შესახებროდესაც ორი გენიოსი თანამშრომლობას იწყებს, მათი მუშაობის შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში შედევრი გამოდის. დაახლოებით ასეთივე შედეგს ელიან მარტინ სკორსეზესა და მიკ ჯაგერის ურთიერთთანამშრომლობით და მაყურებელი მალე საინტერესო პროდუქტს ნახავს - დოკუმენტური ფილმების სერიას თანამედროვე მუსიკის ისტორიის შესახებ.
28.07.2010
ჯაზი და საქართველოწელს ბათუმში საკურორტო სეზონი ადრე გაიხსნა, რაც „შავი ზღვის ჯაზფესტივალის“ დამსახურებაა. ფესტივალი ბათუმში ივლისის ყველაზე ცხელ დღეებში, 15-18 ივლისს, გაიმართა, რომელსაც უამრავი სტუმარი ჰყავდა. პირველ დღეებში საზოგადოების წინაშე ქართველი ახალგაზრდა ჯაზმენები: ჯულიარდის ხელოვნების აკადემიის სტუდენტი, ვუნდერკინდად აღიარებული ბექა გოჩიაშვილი და ბერკლის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი მიქაძე წარდგნენ.
25.07.2010
“კრთოდნენ შენი ხმის მინანქარები”არიან ადამიანები, რომლებიც უდიდეს კვალს ტოვებენ ერის სულიერ ცხოვრებაში. სწორედ, ასეთი გახლდათ ქართული ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი ჰამლეტ გონაშვილი, რომლის ხავერდოვანი ხმა ახლაც მომაჯადოვებლად მოქმედებს მსმენელზე. დღეს მისი გარდაცვალებიდან 25 წელი გავიდა. მომღერლის მოღვაწეობის გასახსენებლად “ახალი 7 დღე” ესაუბრა მის უახლოეს მეგობარს, პოეტს, თემურ ჩალაბაშვილს.
21.07.2010
„საწუწუნო არაფერი მაქვს ანუ მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია...“ დიმა დადიანის მუსიკაზე საქართველოში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ზოგისთვის იგი „აჩერედნოი ფსევდო-კისლოტნიკური“ მუსიკაა.ზოგისთვის დიმა ლეგენდა კაცი, საქართველოში ელექტრონული მუსიკის პიონერია. მისი მუსიკა კი ის იშვიათი შემოქმედებაა, რომელსაც თბილისში სათანადოდ ვერ აფასებენ. ეს ჩვეულებრივი რამ არის,
– ან მოეწონებათ ან არა. ფაქტი კი ერთია: დიმას მუსიკით ქართველი მსმენელი განსხვავებულ, უცხო მუსიკალურ მიმართულებას ეზიარა.
16.07.2010
ანდერგრაუნდი და მშვენიერი საქართველო დიდი ანდერგრაუნდის ეპოქა დამთავრდა. ის იმ წლებისა და საუკუნის პრობლემა იყო. მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებმაც ანდერგრაუნდი არა მხოლოდ შექმნეს, არამედ დღემდე ინარჩუნებენ მის სულსა და განწყობას. რაც უფრო მეტს ვიგებ, ამ ადამიანებზე და მათ შემოქმედებაზე ვხვდები, რომ მათთან ერთი შეხვედრა, ინტერვიუ, ზღვაში წვეთია. მუსიკოს რობი კუხიანიძეთან ვსაუბრობთ.


ვიდეომაუწყებელი
მწვავე საუბარი







სიახლეები
ანალიზი
პოლიტიკა
ეკონომიკა
ბლოგები
კულტურა
მართლმსაჯულება
მედია
სპორტი
ჟურნალისტური გამოძიება






დაგვიკავშირდით
ყველა უფლება დაცულია © Copyright 2010. 7 დღე