საქართველოში ნაკლებად იციან მის შესახებ. ან სექსტონი – ამერიკელი მწერალი ქალი. მას მიიჩნევენ მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე მშვენიერ მწერალ ქალად. დაიბადა 1928 წლის 9 ნოემბერს მასაჩუსეტსის შტატში. გარდაიცვალა 1974 წელს. ხვალ მისი დაბადების დღეა.
აფხაზი მწერალი ფაზილ ისკანდერი გახდა ლიტერატურული პრემია „იასნაია პოლიანას“ ლაურეატი. მან ეს წოდება მოიპოვა ნომინაციაში „თანამედროვე რომანი“, სადაც წარდგენილი ჰქონდა ნაწარმოენი „სანდრო ჩეგემიდან“.
ცნობილმა რუსმა პოეტმა მარინა ცვეტაევამ 1941 წლის 31 აგვისტოს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა. ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ იგი სამშობლოში 1939 წელს დაბრუნდა. ემიგრაციამდე მის ცხოვრებაში იყო მრავალი ტრაგედია და იმედგაცრუება. ემიგრაციაში კი იყო საშინელი სიღატაკე – ბერლინშიც, პრაღაშიც. საფრანგეთშიც, სადაც ვაჟის გაჩენის შემდეგ გადავიდა. ბინას ქირაობდა პარიზის გარეუბნებში. სამშობლოში დაბრუნებიდან ორ წელიწადში თავი ჩამოიხრჩო.
ახალი ავტორის პირველი თარგმანი, ალბათ, მნიშვნელოვან მოვლენად უნდა იქცეს ლიტერატურისთვის. მით უმეტეს, თუკი ეს ავტორი თანამედროვეა, ჩვენი დროის პრობლემებზე წერს, ახალი ენით გველაპარაკება, ახალ ხედვებს წარმოგვიდგენს. და თუკი თარგმანსაც არა უშავს, სხვა რა დაგვრჩენია, უნდა დავივიწყოთ კუდაბზიკობა და ჩავუღრმავდეთ უახლეს ლიტერატურას, რათა თავად დავრწმუნდეთ რაღაც-რაღაცებში.
ნუგზარ შატაიძე ორ წელიწადზე მეტია, რაც აღარ არის და მთელი ამ დროის მანძილზე სულ ვცდილობდი, რაღაც დამეწერა მის შესახებ. ყოველთვის მახსოვდა და, მეგობრებთან საუბარში იქნებოდა ეს თუ სოციალურ ქსელებში, არაერთხელ ჩამომიგდია სიტყვა ნუგზარზე, მაგრამ წერა კი ყოველთვის მიჭირდა. ნუგზარი ცოცხალი როცა იყო, მაშინაც ასე იყო.
1879 წლის 18 (ახალი სტილით 30) აპრილს დაიბადა დიდი ქართველი ლიტერატურათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი, კორნელი კეკელიძე.
უკვე დიდი ხანია, რაც მხატვრული თარგმანი კულტურის გავრცელების უმნიშვნელოვანეს არხად არის აღიარებული. რას იგებს და რას აგებს მკითხველი, რომლის ქვეყანაშიც თარგმანი თვითდინებაზეა მიშვებული და მთარგმნელობითი პოლიტიკა ცალკეული გამომცემლობებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების დონეზეა დაყვანილი. “ახალ 7 დღეს” ესაუბრება მთარგმნელი, მეცნიერი და ლიტერატორი გიორგი ლობჟანიძე
ეს მასალა ძველი პრესის ფურცლებიდან არის. მისი ავტორია გივი ცქიტიშვილი და მისი გამოქვეყნება საჭიროდ მივიჩნიეთ იმიტომ, რომ შეიცავს საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ რამდენიმე ცნობას ტერენტი გრანელის ცხოვრებიდან. ქართული ლიტერატურის მკვლევარებმა იციან, რომ ტერენტი გრანელის ხელნაწერი ლექსები, დღიურები, წერილები და სხვა, რომელნიც დაკარგვას გადაურჩნენ, პოეტის გარდაცვალების შემდეგ მის დას მაშოს (მარიამს) სათუთად აკინძული და „წიგნებად“ შეკრული, გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმისთვის ჩაუბარებია და იქ მათ დიდი მზრუნველობით უვლიან.
დღეს, 14 სექტემბერს, ლიტერატურის მუზეუმში მუზეუმის დირექტორმა, ლაშა ბაქრაძემ, წიგნად გამოცემული თავისი დისერტაციის პრეზენტაცია გამართა. „გერმანულ–ქართული ურთიერთობები პირველი მსოფლიო ომის დროს“, – ასე ჰქვია წიგნს. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებთან ავტორმა წიგნში შესულ დოკუმენტებსა და ამ პერიოდის მოვლენებზე ისაუბრა, ასევე წარმოადგინა უნიკალური ფოტომასალა. ბატონ ლაშას პრეზენტაციამდე ვესაუბრეთ: „წიგნი ეხება ქართულ–გერმანულ ურთიერთობას პირველი მსოფლიო ომის დროს და არა შემდგომ პოლიტიკურ ურთიერთობებს საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში, როცა აქ გერმანელების ჯარი იდგა. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ბერლინში არსებობდა ქართული ეროვნული კომიტეტი, რომელიც გერმანელებთან თანამშრომლობდა საქართველოს გათავისუფლების საკითხში და მათთან ერთად იბრძოდა. კომიტეტი ეწეოდა საქართველოს დამოუკიდებლობის პროპაგანდას“.
დღეს საქართველოს საპატრიარქოში წიგნის „საქართველოს თავადაზნაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების მოსვლის შემდეგ დაიწყო. შერსულდა საგალობლები. წიგნი ლიპარტელიანთა გვარის დაფინანსებით გამოიცა. ქართულ გვართა გენეზისს კრებულში გვაცნობენ მეცნიერები: გია ანჩაბიძე, სულიკო ფალავანდიშვილი, ცოტნე ნაკაშიძე, თენგიზ ჩხეიძე, ლეო შერვაშიძე, გიორგი წერეთელი, ია ბაგრატიონ–მუხრანელი, მზია ანდრონიკაშვილი. წინგში გამოყენებულია უნიკალური ფოტომასალა საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, საოჯახო არქივებიდან: პაატა ქურდოვანიძის, ია ბაგრატიონ–მუხრანელის, ვახტანგ ელიოზიშვილ–ერისთავის, თეიმურაზ ანდრონიკაშვილის
ის ისევე კარგად ნადირობს, როგორც წერს. მის ცხოვრებაზე უამრავი ლეგენდა დადის. არის ავტორი არაერთი დასრულებული თუ დაუსრულებელი ფილმის სცენარისა. ხატავს კიდეც და, საერთოდ, ბავშვობიდან მხატვრობას აპირებდა, თუმცა, საბოლოოდ, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა. ეს ვაჟა გიგაშვილია, ყველასთვის საყვარელი „გიგაშა.“ როცა მის შემოქმედებას გავეცანი, სხვების მსგავსად, ჩემი წილი, რაღაც ჩემეული მეც დავინახე... ეს ის მწერალია, ერთი წაკითხვით რომ შეგაყვარებს თავს. ვურეკავ და ინტერვიუსთვის შეხვედრას ვთხოვ, მთანხმდება. ბატონი ვაჟა ამჯერად პირადად მიყვება არა თავისი გმირების, არამედ თავის თავგადასავალს.
4 აგვისტოს სერგეი დოვლატოვის გარდაცვალებიდან 20 წელი შესრულდა. მას საქართველოში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს, თუმცა, მისი ნაწარმოებებიდან ქართულ ენაზე მხოლოდ „ჩემოდანია“ თარგმნილი და წიგნად გამოცემული. ეს თარიღი რუსეთში იმით აღინიშნა, რომ „გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების“ სერიას ცნობილი მწერლისა და ჟურნალისტის ბიოგრაფიისადმი მიძღვნილი გამოცემა შეემატა, უცხოურმა სააგენტოებმა კი გაავრცელეს ინფორმაცია, რომ 2011 წელს ფსკოვის ოლქში სერგეი დოვლატოვის სახელობის მუზეუმი გაიხსნება.
მისი უამრავი ადამიანური პლასტიდან ყველაზე ძლიერი ლექსთან ურთიერთობაა. პირადი შეხვედრისას მითხრა, რომ ლექსებზე „არ გიჟდება”. თუ მოსწონს – ძალიან მაგარი ლექსი. ლექსთან ურთიერთობაში აქვს სრულყოფილი სითამამე და ძალა, სიტყვა, მუსიკა. ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხის გაცემა კი წერილობით ურჩევნია. გაცნობისა და ცოტა რევერანსების მოყვარულია, თავის თავზე, პოეზიაზე, ასეთებზე ლაპარაკის კი – ნაკლებად.
23 აგვისტოს, ქართველი მწერლის, გურამ რჩეულიშვილის გარდაცვალებიდან 50 წელი შესრულდა. გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად გადაეშვა
„ახალმა 7 დღემ“ გასულ კვირას მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, ფაქტიურად, მეორედ დაფუძნდა ლიტერატურული კლუბი, „პენკლუბი“. მას შემდეგ რედაქციის ელექტრონულ ფოსტაში დაგროვდა მკითხველთა წერილები – თითქმის ერთი და იმავე შინაარსის: მკითხველები, ლიტერატურის მოყვარულები, გვეკითხებიან, არიან თუ არა ახალ „პენკლუბში“ ცნობილი ქართველი მწერლები: ჭაბუა ამირეჯიბი, ვაჟა გიგაშვილი, ჯანსულ ჩარკვიანი, რომლებიც პირველი „პენკლუბის“ ინიციატორები და წევრები იყვნენ.