2008 წლის აგვისტოდან 2009 წლის ბოლომდე სახელმწიფომ სხვადასხვა გასართობ ღონისძიებებზე 8 მილიონამდე ლარი დახარჯა. ეს თანხა პრეზიდენტის მხარდამჭერ არტისტებს ყოველგვარი ტენდერებისა და კონკურსების გარეშე გადაეცათ.
ბათუმის 25-ე არხი, 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს პირდპირ ეთერში აშუქებდა, როდესაც არხი საკაბელო ქსელიდან გათიშეს. ამ მოვლენებამდე ცოტა ხნით ადრე, მაისის დასაწყისში
საქართველოში ტყეების ჩეხვა 90-იანი წლებიდან დაიწყო. მაშინ შეშა გათბობის ერთადერთი საშუალება იყო და სახელმწიფოსაც კონტროლის მექანიზმები დაკარგული ჰქონდა. სახელმწიფომ უკანონო ჭრის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ 2007 წელს გამოაცხადა.
ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება დღითი დღე ძვირდება. უსიამოვნო და დამაფიქრებელი პარადოქსია, რომ საქართველოში თავის შენახვა ბევრად უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე მსოფლიოს ბევრ განვითარებულ სახელმწიფოში. მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ყოფა კიდევ უფრო გაუსაძლისი მას შემდეგ გახდა, რაც კომუნალური გადასახდელების ერთიანი ადმინისტრირების წესი ამოქმედდა.
ახლახან კახეთის რეგიონში პოლიციის სამმართველოების 5 ახალი შენობა პირადად შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ზარ-ზეიმით გახსნა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან აკრძალულია, თანამედროვე სტანდარტების გამჭვირვალე შენობების მშენებლობა მუნიციპალური ბიუჯეტებიდან საკმაოდ სოლიდური თანხებით დაფინანსდა.
ერედვის თემის გამგებელმა გია მახნიაშვილმა უკვე ოფიციალურად მიიღო ხურვალეთში ჩასახლებული, სოფელ ვანათიდან დევნილის მარინე ბეჟაშვილის, თხოვნა კოტეჯის უკან დაბრუნებისა და სანაცვლოდ კომპენსაციის მიღების თაობაზე. მალე ამ დასახლების 111-ე კოტეჯი სახელმწიფო საკუთრება გახდება და ლტოვილთა და განსახლების სამინისტროს ახალი მეპატრონის გამოძებნა მოუწევს. ერედვის თემის გამგებელმა სანაცვლოდ თავისი პირობები წაუყენა ბეჟაშვილს.
ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობიდან 9 წელი გავიდა – 2001 წლის 26 ივლისის შემდეგ. პოპულარული ტელეწამყვანის მკვლელობამ თავიდან ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გამოიწვია. მაგრამ ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმის ორწლიანი გამოძიების შედეგად, 2003 წლის 9 ივლისს, სასამართლომ დამნაშავედ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, 32 წლის გრიგოლ ხურცილავა, ცნო და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რედაქციისგან: ეს სამწუხარო ისტორია ჩვენს კოლეგას გადახდა თავს. მაგრამ ჩვენ მას არ ვაქვეყნებთ კოლეგისადმი თანადგომის გამო. ეს არის ჯანდაცვის უმძიმესი პრობლემების სერიოზული კვლევა, რომელიც უშუალო მონაწილისა და თვითმხილველის მიერ დოკუმენტურად საბუთდება.
„ახალი 7 დღის“ ჟურნალისტური გამოძიების ახალმა დეტალებმა ეჭვქვეშ დააყენა ვერსია, რომ მსახიობ მიშა ქვაჭრელიშვილის კვალი აბანოსთან უჩინარდებოდა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა გაუჩინარებული მსახიობის უკანასკნელი მნახველები ორთაჭალის ჭრელ აბანოებთან აღმოაჩინა. ესენი იყვნენ მიშას თანამშრომელი რუსთაველის თეატრის დაცვის სამსახურიდან – თემურ ავტალილოვი და მისი მეგობრები. ჩვენი მონდომების მიუხედავად, ვერ აღმოვაჩინეთ ადამიანი, რომელსაც ამის შემდეგ ექნებოდა რამე კონტაქტი მიშა ქვაჭრელიშვილთან
2010 წელს პოლიციის მინისტრმა 6 მაისი პოლიციის დღედ გამოაცხადა. ერთ–ერთ არგუმენტად დაასახელა პოლიციასა და საზოგადოებას შორის თბილი და სასიყვარულო ურთიერთობა. 2 წლის წინ, 8 მაისს, პოლიციელებმა სიცოცხლეს გამოასალმეს 31 წლის ახალგაზრდა გიორგი გამცემლიძე, რომლის დანაშაულიც მხოლოდ ის იყო, რომ საგზაო მოძრაობის წესი დაარღვია. გიორგის მკვლელობის 2 წლის თავზე სასჯელის ვადა ამოეწურა მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს ვახტანგ აბუაშვილს. სავალალოა, რომ სასჯელის ვადის ამოწურვის თარიღი არ დაემთხვა 6 მაისს – აბუაშვილიც რომ შეერთებოდა აღლუმს.
მიშა ქვაჭრელიშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით „ახალი 7 დღე“ მსახიობთან დაახლოებულ კიდევ ერთ ადამიანს ესაუბრა. ქალბატონი ნათელა ჩაჩანიძე მიშა ქვაჭრელიშვილის მეგობრის – ფილიპე ჩაჩანიძეს დედაა. აღდგომის საღამოს მსახიობი სწორედ მის სანახავად მივიდა.
„ახალი 7 დღე“ შეეცდება, დაადგინოს, რა არის ორი მოწმის მონათხრობის განსხვავების მიზეზი. საინტერესოა, ფილიპე ჩაჩანიძის ოჯახის წევრები დაადასტურებენ თუ არა მათგან მიშას წამოსვლის დროდ ღამის 11 საათს; მეორე მხრივ კი, თემურ ავტალილოვის თანამეინახენი თემურისა და მიშას შეხვედრის დროდ – 10–დან 11 საათამდე დროის შუალედს.
ფილიპე ჩაჩანიძე ერთადერთი ადამიანია, ვინც მსახიობი მიშა ქვაჭრელიშვილი გაუჩინარების დღეს ნახა. ის მსახიობის მეგობარი იყო და მასთან ერთად რუსთაველის თეატრში დარაჯად მუშაობდა. ფილიპე იხსენებს, რომ 4 აპრილს მიშა მასთან იყო სახლში ავადმყოფი დედის მოსანახულებლად: “მიშა ჩემი მეგობარი იყო. აღდგომას ჩემთან მოვიდა, რათა დედაჩემი ენახა. სტუმრები მყავდა, მიშაც მივიწვიეთ სუფრასთან
ეს არის ერთი ნაწილი ჟურნალისტური გამოძიებისა, რომელიც მიზნად ისახავდა 2007 წლის საპარლამენტო ბიუჯეტის სამივლინებო ნაწილის შესწავლას. მაშინ ქალბატონი ნინო ბურჯანაძე, ოპოზიციის მრისხანე ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ჩვენ მიერ აღმოჩენილი ფაქტები ადასტურებს კანონდარღვევებს, რომელთაც ქალბატონი ნინო უშვებდა. ამ კანონდარღვევებით მან ბიუჯეტი საგრძნობლად დააზარალა. უცნაურია, რომ მასთვის დღმდე არავის მოუთხოვია პასუხი ამის გამო.
ჩვენ ვიწყებთ ჟურნალისტურ გამოძიებას მსახიობ მიშა ქვაჭრელიშვილის გარდაცვალების ფაქტზე. რადგანაც მოკვლევა ხდება პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების კვალდაკვალ, გადავწყვიტეთ, მოპოვებული ინფორმაციები ოპერატიულად ვაცნობოთ მკითხველს. დავადგინეთ, რომ გამოძიებას ჯერჯერობით არ ჰყავს არც ერთი ეჭვმიტანილი, მუშაობენ თვითმკვლელობის ვერსიაზე, რასაც ოჯახი და პოლიცია გამორიცხავენ. მსახიობის ცხედარი, რომელიც მშენებარე სახლის ლიფტის შახტაში გაუჩინარებიდან ორი კვირის შემდეგ იპოვეს, ექსპერტიზის დასკვნით, ზურგით იყო დაცემული, რაც, დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ეჭვქვეშ აყენებს თვითმკვლელობის ვერსიას. თვითმკვლელობის ფაქტს გამორიცხავენ მსახიობის მეგობრებიც. ჩვენი პირველი რესპონდენტი, გარდაცვლილის მეგობარი – მანანა ბერიკაშვილი რამდენიმე საგულისხმო ფაქტზე საუბრობს. იგი ასახელებს რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც, შესაძლოა, ჰქონდეთ კავშირი, მიშა ქვაჭრელიშვილის სიკვდილთან თუ არა, მის უკანასკნელ დღესთან მაინც.
„ახალი 7 დღის“ ჟურნალისტურ გამოძიებას „ჩინური ილუზიები ქართველი უმუშევრებისთვის“ დიდი რეზონანსი მოჰყვა როგორც საზოგადოებაში, ასევე მედიასაშუალებებში. 7 აპრილს, „იმედის“ საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი სახელწოდებით „თაღლითობა ჩინურად“. სიუჟეტის ავტორი იყო ნოდარ მელაძე. ავტორმა სიუჟეტის მოსამზადებლად გამოიყენა „ახალი 7 დღის“ ჟურნალისტების მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული მასალა ისე, რომ სიუჟეტში ამის შესახებ მითითებილი არ იყო
ახალი 7 დღის“ 26 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას „ერიდეთ პატრულს“ საზოგადოების წარმომადგენლების, არასამათავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების გამოხმაურება მოჰყვა. ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ პატრულმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და კანონი დაარღვია. ინფორმაციას, რომელიც ოპერატიულად განთავსდა ჩვენი გაზეთის გვერდზე, ძალზე დიდი რეიტინგი ჰქონდა. გვირეკავდნენ მოქალაქეები, გამოთქვამდნენ აღშფოთებას, გვთხოვდნენ, ბოლომდე მივყოლოდით ფაქტის გამოძიებას.
26 მარტს თბილისში, გეგეშიძის ბაღთან, კონსტანტინე გამსახურდიას ძეგლის სიახლოვეს, საპატრულო პოლიციამ ქალბატონს უამრავი ადამიანის თვალწინ სცემა. ეს მოხდა მიახლოებით 17.30 საათზე.
მწვანე ავტომანქანა „ნივამ“ სწრაფი მოძრაობით სცადა აბაშიძის ქუჩაზე გასვლა. მას პატრულის რამდენიმე მანქანა მოჰყვებოდა კუდში. აბაშიძის ქუჩაზე გასვლა „ნივამ“ ვეღარ შეძლო, იგი ბორდიურთან მოაქციეს ბლოკადაში. ავტომანქანების მუხრუჭების ხმაზე უამრავი ადამიანი შეგროვდა და დანარჩენი მოქმედება პოლიციელებმა სწორედ ამ ადამიანების თვალწინ შეასრულეს: „ნივის“ კარი გამოაღეს და მძღოლის მანქანიდან გადმოყვანას შეეცადნენ. მძღოლი ქალბატონი იყო. იგი პოლიციელებს სთხოვდა, ხელით არ შეხებოდნენ. პოლიციელები მას საჭეზე მოკიდებულ ხელებზე ურტყამდნენ, რათა ხელბორკილი დაედოთ. გადმოთრევისას ქალბატონს ტანზე შემოახიეს პალტო. მას ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ.
ოპერაციას ასრულებდა ეკიპაჟი 7110, ავტომანქანის სახელმწიფო ნომერი – ZDZ -357. პოლიციელი, რომელიც განსაკუთრებით აგრესიული იყო, გახლდათ ვლადიმერ მიქელაშვილი. პატრულისავე განმარტებით, ჯგუფის უფროსის მოვალეობას ასრულებდა ზაზა ელიზბარაშვილი.
ამ ინფორმაციას „ახალი 7 დღე“ განსჯისთვის სთავაზობს საზოგადოებას. ფაქტის მოწმენი თავად გაზეთის თანამშრომლები არიან. ჰქონდათ თუ არა პოლიციელებს ძალის გამოყენების უფლება, მძღოლი ქალბატონის ცემისა და შეურაცხყოფის უფლება? როგორ არეგულირებს კანონი დაუმორჩილებელ მძღოლთან საპატრულო პოლიციის ურთიერთობას? ვინ უნდა დაადგინოს, რა მოხდა ამ შემთხვევაში და როგორ უნდა აგონ პასუხი მოძალადე პოლიციელებმა? ვთხოვთ სამართალდამცავებს, იურისტებს, ადამიანის უფლებების დამცველებს, ჟურნალისტებს, გამოეხმაურონ ამ ფაქტს. ეს შემთხვევა საგანგაშოდ მიგვაჩნია: პოლიცია საზოგადოების თვალწინ ძალადობს!
გსმენიათ თუ არა ოდესმე კომპანია TIENS–ის შესახებ? შემოუთავაზებიათ თუ არა თქვენთვის ქუჩაში პატარა ფურცლებზე ამობეჭდილი სარეკლამო ტექსტები, რომლითაც საქართველოს ათასობთ დაუსაქმებელ ადამიანს დასასაქმებლად მენეჯერების თანამდებობაზე იწვევენ?
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა.