ჩვენ კარგა ხანია პარადოქსების „ვარდისფერ“ ეპოქაში ვცხოვრობთ და ხანდახან ისეთი რამეები აღარ გვიკვირს, რომლებიც ყველა ნორმალურ დემოკრატიულ საზოგადოებაში სრულიად მიუღებელი იქნებოდა.
გუშინდელი დღე რუსთაველზე, წითელი ხალიჩებით მორთული გამზირი, სადაც ორიოდე დღის წინ ადამიანები დახოცეს, იყო ერთ-ერთი აღმაშფოთებელ დღეთაგანი, რაც კი ბოლო დროს გადაგვიტანია საქართველოში. ამ ღონისძიებას შემიძლია ვუწოდო მხოლოდ სამარცხვინო, სხვა არაფერი.
მთელი ეს მოვლენები და პროცესები, რომლებიც უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხდება, ჩემი აზრით, არის სულ მცირე ორი პარადოქსის მატარებელი: პირველი - თუ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მიერ შექმნილ და წარმოებულ ტექსტებს მოვაშორებთ ავტორების სახელებს, ანუ თუ ეს ტექსტები პერსონიფიცირებული აღარ იქნება და მხოლოდ შინაარსისა და საზრისის შემცველობით განვიხილავთ, ამ ტექსტებს ხელს მოაწერდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.