როგორც "მედიანიუსი" იუწყება, ახალგაზრდა პროდუსერის, ნათია გულიაშვილის და რეჟისორის, ნინო გოგუას დოკუმენტური ფილმის პროექტი „მადონა“ ნომინირებულია ბოშის ფონდის 2012 წლის პროგრამაზე - კოპროდუქციის პრიზი ( Coproduction Prize of the Robert Bosch Stiftung for joint film productions ).
როგორც "პრესა გე ტვ" "ინტერპრესნიუსზე" დაყრდნობით იუწყება, გოდერძი ჩოხელის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის "ცასწავალა" პრემიერა კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართება.
ლეონარდო და ვინჩიზე კომპანია Universal Pictures ფილმს იღებს. ეს იქნება არა როგორც ბიოგრაფიული სურათი, არამედ ბოევიკისა და სათავგადასავლო ფილმის ნაზავი. მისი სახელწოდებაა "ლეონარდო".
როგორც უცხოური პრესა იუწყება, კინოკომპანია Warner Bros აპირებს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის გადაღებას უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ აგენტ ალექსანდრ ლიტვინენკოზე.
დიდ მშენებელზე და არქიტექტორზე, რობერტ მოზესე, ოლივერ სტოუნი სატელევიზიო ფილმს გადაიღებს. რობერტ მოზესმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ნიუ იორკის თანამედროვე სახის შექმნაში. მან მე-20 საუკუნის შუა წლებში რამდენიმე მსხვილი პროექტი განახორციელა
ბრიტანული რადიოსადგური BBC Radio 4–ი აკეთებს დოკუმენტურ გადაცემას ალ პაჩინოს მონაწილეობით. ამის შესახებ წერს The Independent–ი. ამ გადაცემაში მსახიობი პირველად გულწრფელად ისაუბრებს თავის გზაზე კარიერისკენ.
რუსული კინოს ფესტივალი გუშინ, 4 ნოემბერს, გაიხსნა და 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. ფესტივალზე თანამედროვე რუსული ფილმები იქნება წარმოდგენილი. ფილმები, რომელთა ნახვის საშუალება ქართველ მაყურებელს თითქმის არ აქვს. ამჯერად კი საშუალება გვაქვს, ეს ფილმები დიდ ეკრანზე ვიხილოთ და თავად შევაფასოთ, თუ რას წარმოადგენს ახალი რუსული კინო.
დღეს მუშტაედის ბაღში საფუძველი ჩაუყარეს მოძრაობის თეატრის შენობას. 2010 წლის იანვარში თეატრს 10 წლიანი არენდით გადაეცა 405 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. როგორც თეატრის ხელმძღვანელი კახა ბაკურაძე ამბობს, ეს ღირსშესანისნავი დღეა. მოძრაობის თეატრების ისტორიაში პირველად ქართულ თეატრს ექნება მუდმივი შენობა, სადაც მომზადდება სპექტაკლები, ჩამოვლენ უცხოელი კოლეგები, დაიდგმება ქართული სპექტაკლები.
რამდენიმე დღის წინ ბათუმის მეხუთე საავტორო კინოს ფესტივალი წარმატებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ მთავარი პრიზი რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა დიმიტრი მამულიამ მიიღო ფილმისთვის „სხვა ცა.“ ქართულ ფილმებს ახალი ფესტივალი ამჯერად ლონდონში ელოდება. როგორც საქართველოს ეროვნული კინომეტოგრაფიის ოფიციალური ვებგვერდიდან შევიტყვეთ, 23-26 სექტემბერს ლონდონში „რივერსაიდ სტუდიო“ ქართული კინოს ფესტივალს „კინოში ასახული ცხოვრება“ უმასპინძლებს.
ინტერვიუ ლომერ ახვლედიანთან თავიდანვე ჰუმანიტარული საგნები უყვარდა, თუმცა ტექნიკურსაც კარგად სწავლობდა. მშობლებს ხელოვნებასთან პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ, პროფესიით ინჟინრები იყვნენ. თავადაც გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა და პალეო-ბიოლოგიის ინსტიტუტში მუშაობდა, თუმცა ხელოვნება: თეატრი, კინო, მუსიკა, როგორც თავად გვითხრა, ყოველთვის იტაცებდა.
ქართული ტელევიზია სულ უფრო მეტი დაბეჯითებით პასუხობს ძალიან აქტუალურ გლობალურ შეკითხვას: „რა არის ტელევიზია: ჟურნალისტიკა თუ სანახაობა?“ – სანახაობაა! არა მხოლოდ სანახაობა, არამედ სანახაობა–ბიზნესი.
ვენეციის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალი 11 სექტემბერს დაიხურა, როგორც ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე კვენტინ ტარანტინო ფესტივალის დასაწყისშივე აღნიშნავდა, ეს ფესტივალი მთელი თავისი შემადგენლობით, ყველაზე ეკლექტური, უჩვეულო და უმაღლესი კლასის იყო. საკონკურსო ჩვენება დარენ არონოფსკის „შავი გედით“ გაიხსნა და მას ფილმის მთავარი გმირები: უაინონა რაიდერი და ნატალი პორტმანიც ესწრებოდნენ. ფილმი ფსიქოლოგიური თრილერია. პროგრამაში სულ წარმოდგენილი იყო 24 ფილმი. მათ შორის, სოფი კოპოლას „სადღაც“ (Somewhere), მონტე ჰელმანის „გზა არსაით“ (Road to Nowhere), კელი რიჰარდის „მიკის ბილიკი“ (Meek's Cutoff), ვინსენტ გალოს „წყალზე დაწერილი დაპირებები“ (Promises Written on Water), ჯულიან შანაბელის „მირალი“ (Miral), რიჩარდ ლუისის „ბარნის ვერსია“ (Barney's Version), რომელშიც მთავარ როლს დასტინ ჰოფმანი ასრულებს.
„უჩინარი პროფესიები“– მე ასე დავარქმევდი კინოს იმ პატარა განშტოებებს, რომლებიც დიდ კინოს ერთობლივ სინთეზში ქმნიან და რომელთა გვარ–სახელები ფილმის ბოლოს ტიტრებში უამრავ სხვა სახელებს შორის უწვრილესი შრიფტით არის მიწერილი. ფილმის კეთების თითოეული უმნიშვნელო დეტალი ერთობლიობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთობლიობა კი იმ ანსამბლხ ქმნის, რომელსაც ეკრანზე ვხედავთ და ხელოვნებას ვეძახით. ეს ის კინოა, რომელსაც ათობით ადამიანი შეთანხმებულად, დიდი შრომის შედეგად აკეთებს.
ქართული კინემატოგრაფიის დაუსრულებელ სიახლეებს ამჯერად ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ნიკოლოზ ხომასურიძის ახალი ნამუშევარი კრიმინალურ–კომედიური ჟანრის ფილმი „მამაჩემის გელფრენდი“ შეემატება. ფილმი რომანტიკული კომედიაა, ბევრი საინტერესო ისტორიითა და გადაღების ჰოლივუდური ტექნიკით. თვით ჰოლივუდის სკოლაგამოვლილი რეჟისორი ჰოლივუდური სახელის ფილმში „მამაჩემის გელფრენდი“ იმ სახეებსაც გვთავაზობს, რომლებიც ბოლო დროის ქართული თანამედროვე ფილმებიდანაც აქტიურად გვახსოვს.
„შანტრაპა“ ( ფრანგულად – „არ იმღერებს“) ასე ჰქვია ოთარ იოსელიანის ახალ ფილმს, რომლის ქართული პრემიერაც დღეს კინოთეატრ „რუსთაველში“ გაიმართა. მსოფლიო კინომოყვარულებს ოთარ იოსელიანის ქართულ–ფრანგული ფილმის ნახვის საშუალება ჯერ კიდევ მაისში კანის ფესტივალზე, არასაკონკურსო ჩვენებაზე მიეცათ.
ნდრეი ნეკრასოვის ფილმის საფინალო ტიტრებში საქართველოს ხელისუფლების მთავარი იდეოლოგის, ნაციონალების ცნობილი სახის, გიორგი არველაძის, გვარია მითითებული. კონკურსისთვის ეს დეტალი შეუმჩნეველი დარჩა. საქართველოში კი ბევრმა მიაქცია ყურადღება, მაგრამ, ამის მიუხედავად, ვერავინ გაბედა, ფილმისთვის პროპაგანდისტული ეწოდებინა. ეს ფილმის საყოველთაო აღიარება იყო, როცა ხარისხმა და ეფექტმა გადაფარა ტიტრი და დაკვეთა.
ქართული თეატრი ყოველთვის ახერხებდა მსოფლიო მაყურებლის გულების დაპყრობას და, თანამედროვე ქართული კინოსგან განსხვავებით, ახერხებს ამას. ამიტომაცაა, რომ ქართული სპექტაკლები გასტროლებზე ანშლაგებით მთავრდება. წლევანდელმა თეატრალურმა სეზონმაც წარმატებით ჩაიარა, ვნახეთ ბევრი კარგი სპექტაკლი, საინტერესო სიახლე და ექსპერიმენტებიც კი. რასაც გამოხმაურებები ისევ მოჰყვა
ხშირად ვსაუბრობთ იმ წლებზე, რომლებმაც არა მხოლოდ პრობლემები შეუქმნა, არამედ დაანგრია ქართული კულტურა. მაგრამ გამოსავალი ყოველთვის არსებობს, – ასე ფიქრობს ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაური. -ბავშვობა ჩემს სოფელს, შუაფხოს უკავშირდება, რომელიც ფშავში, ჩარგლიდან ოც კილომეტრში მდებარეობს. ზაფხულის სამ თვეს ბებიასთან და ბაბუასთან ვატარებდი.